საზოგადოების დიდი ნაწილი შორენა ბეგაშვილს ყველაზე მომხიბვლელ და სექსუალურ ქართველ ქალად მიიჩნევს, თუმცა არსებობენ მეორენიც, რომლებიც მისი მშვენიერებით სულაც არ არიან მოხიბლულნი. თვითონ შორენა გარეგნობას დიდ ყურადღებას უთმობს, ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს. თვლის, რომ მისი მთავარი გასაღები სწორედ გარეგნობაა.
აი ჟურნალმა "რეიტინგმა" პატარა გამოძიება ჩაატარა და შორენას სილამაზე დიდი კითხვი ნიშნის ქვეშ დააყენა.
"როცა ადამიანი საკუთარი სილამაზით უკმაყოფილო ხარ და საშუალება გაქვს, გარეგნობა გაიუმჯობესო, ამის დამალვა სულაც არ არის საჭირო, როგორც ამას შორენა ბეგაშვილი აკეთებს. მსოფლიოს ულამაზესი ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლიც კი არ მალავს ცხვირის პლასტიკურ ოპერაციას და შორენა ბეგაშვილი ვინ არის ამისთანა, ძალიან მაინტერესებს"-სწორედამ სიტყვებით დაიწყო სკანდალური სტატია.
ჟურნალი ''რეიტინგი" ესთეთიკური მედიცინის ცენტრ "მედის" ესტუმრა, სადაც თურმე შორენამ სხეულის სხვადასხვა ნაწილი გაილამაზა და გაიდიდა. იქ მისულ ნებისმიერ პაციენტს შეუძლია კომპიუტერში იხილოს ოპერაციამდელი შორენაო. ჟურნალის მტკიცებით, შორენამ ტუჩის, ცხვირისა და მკერდის ოპერაცია გაიკეთა. შორენა იმას არ მალავს, რომ ტუჩები გაიდიდა, მკერდისა და ცხვირის ოპრაციას კი კატეგორიულად უარყოფს. თურმე ესთეტიკური მედიცინის ცენტრს "მედის" შორენასათვის სოლიდური თანხა შეუთავაზებია იმისთვის, რომ ბეგაშვილი მისი სახე გამხდარიყო. ცენტრს ეროტიკული სცენების ვარსკვლავისაგან მკაცრი უარი მიუღია.
შორენას ძველი ფოტოებიდან მხოლოდ ერთია საზოგადოებისათვის ცნობილი, საინტერესოა როგორ გამოიყურება შორენა ძველ საოჯახო ალბომში, რომელიც ყველაფერს ნათელს მოჰფენდა.