x
image
ვაჟიკო
დღეს მეცნიერები სამყაროს აღსასრულის მოლოდინში არიან

imageამერიკელი მეცნიერების განცხადებით, დღეს 100%-იანი ალბათობით სამყაროს აღსასრული დადგება.
სპეციალისტები მზეზე მთელი რიგი აფეთქებების მოლოდინში არიან, რომლის შედეგადაც ქიმიური რეაქციები იქნება პროვოცირებული, რასაც დიდი რაოდენობით აირების გამოყოფა სდევს თან. ეს ფაქტი კი თავის მხრივ, გეომაგნიტური ველის დარღვევას გამოიწვევს.
აღნიშნული კვლევის სახელწოდებაა კოსმოსური ამინდის საფრთხეები: კონომიკური და სოციალური შედეგები.
აეროკოსმოსური სააგენტოს ცნობით, პლანეტის მთელი მოსახლეობა იხილავს ჩრდილოეთის ციალს, ცას კი ფეიერვერკები დაფარავს, რისი შედეგიც იქნება დედამიწის ელექტრონული პარალიჩი - მწყობრიდან გამოვა ყველა ელექტროსისტემა. შედეგად, მილიონობით ადამიანისთვის ელემენტარული მოწყობილობების გამოყენებაც შეუძლებელი გახდება.
გადატვირთვის გამო, გენერატორები და ელექტროძრავები, ასევე სადგურები გაითიშება. ენერგეტიკული კოლაფსი ნელ-ნელა განვითარდება, ხელმიუწვდომელი იქნება კომპიუტერზე მუშაობა, ასევე მწყობრიდან გამოვა ნავთობსატრანსპორტო და გადამამუშავებელი კომპლექსები.
დაახლოებით 130 მილიონი ადამიანი ენერგომატარებლების გარეშე დარჩება, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებს კი, ამან, შესაძლოა, დამანგრეველი ეფექტი მოუტანოს.
შედეგი ენერგიის გადმოფრქვევისა, რაც დღეს ივარაუდება, დედამიწის ასტეროიდთან შეჯახების ტოლფასი იქნება.
დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილება ენერგეტიკული კომპლექსების მწყობრიდან გამოსვლის გარდა ავარიებსაც გამოიწვევს, რასაც დომინოს პრინციპი ექნება.
აღასნიშნავია, რომ სამყაროს აღსასრულის თარიღი არაერთხელ იყო გამოცხადებული. ამდენად, ეს დღე, წინასწარმეტყველებების თანახმად, მინიმუმ, ათჯერ მაინც უნდა დამდგარიყო.

3
2366
3-ს მოსწონს
ავტორი:ვაჟიკო
ვაჟიკო
2366
  
2012, 26 ნოემბერი, 16:54
გლდანის რაიონი და ვარკეთილის მოსახლეობა გადარჩება.სიბნელესა და გამყინვარებას შეჩვეულები არიან....ლამისაა გინესისის რეკორდი დაამყარონ ამტანობაში.....
2012, 11 ნოემბერი, 14:45
არაუშავს ნატო და ევროკავშირი გვიშველის ცჰვენ მთავრობას რომ კითხო მაგ დროს ვაი ჩვენ პატრონს უბედურს თურმე დედა აგარ გყვავს და რა გვეტრაიტრულება ჩვენ საცოდავებს ვინმემ შეგიძლიათ მითხრათ
2012, 29 სექტემბერი, 21:49
ალბათობის თეორიის თანახმად ჩვენ არ ვარსებობთ
0 1 3