x
image
ბესო დანელია
ჩინეთი
image

რას გავაწყობდით დღეს ქაღალდის, კომპასის, აბრეშუმის, ლაქისა და უამრვი სხვა ნივთის გარეშე?..ჰოდა ამბობენ კიდეც, რაც არ უნდა აწყენინოს ჩინეთმა დანარჩენ მსოფლიოს, ამ უძველესი სახელწიფოს წინაშე ეს უკანასკნელი მაინც ვალში იქნებაო-ზემოთ ჩამოთვლილი ნივთების სამშობლო ხომ ჩინეთია.
განსაკუთრებით ლამაზია ეს ქვეყანა გაზაფხულზე. ატმისა და მაგნოლიის ყვავილობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ტრადიციული დღესასწაულია. ყვავილობის სეზონი აპრილის დამდეგს იწყება და ზაფხულამდე გასტანს. პარკები, სკვერები, ქუჩები ატმის თეთრი და ვარდისფერი ყვავილებით არის სავსე.
ქვეყნის სავიზიტო ბარათი ჩინეთის დიდი კედელია. ეს ერთადერთი ღირსშესანიშნაობაა მსოფლიოში, რომლის დანახვა კოსმოსიდან შეიძლება. კედელი საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა მტრისგან თავის დასაცავად. დღეს ჩინელები დიდი კედლით ძალიან ამაყობენ, თუმცა ის ხალხიც ებრალებათ, მის მშენებლობას რომ შეეწირა.
თანამედროვე ჩინეთი ძველისგან განსხვავდება, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში ისტორიულ რეალიებს ხშირად გადაეყრებით. უძველეს ჩინურ საბრძოლო ხელოვნებას დღეს მოსახლეობის უმრავლესობა მისდევს. უშუს, ციკუნგის, ტაიძის მიმდევრები განურჩევლად ასაკისა და სქესისა, თავიანთ ოსტატობას მოედნებსა და ბაღებში ხვეწნენ. მთა შაოშიზე დღესაც დგას ბუდისტური მონასტერი შაოლინი, რომელსაც აღმოსავლური ორთაბრძოლების აკვანსაც უწოდებენ. ის მე-16 საუკუნეში დაარსდა. შაოლინი მთაზე ტერასებადაა გაშენებული - ყოველი მომდევნო ეზო წინაზე მაღლა მდებარეობს. ბუდისტური მონასტრებისთვის დამახასიათებელი ეს სტილი საფეხურებრივი განვითარების სიმბოლოა. შაოლინის მონასტერში დღესაც ისწავლება საბრძოლო ხელოვნება. გარკვეული საფასურის სანაცვლოდ მშობლები შვილებს ბერებს აბარებენ. აქ ცხოვრების წესი საკმაოდ მკაცრია, ბავშვებს 5 საათი ძინავთ და 18 საათი ვარჯიშობენ. გარდა ამისა დღის რეჟიმში შედის მედიატაცია და ლოცვაც.
დეაქალაქ პეკინში სიცოცხლე ჩქეფს. ყველაზე ხმაურიანი ქუჩა ვანგფუჯინგი ტურისტების საყვარელი ადგილია. მთა კაულინზე, რომლის ძირას ფაიფურის დასამზადებლად საჭირო ნედლეულის საბადოა, დამთვარიელებლების ნაკადი არ წყდება.
ჩინური მასაჟი მთელ მსოფლიოშია განთქმული. თუ რელაქსაცია, გაჯანსაღება და უბრალოდ ჩინური მეთოდით მკურნალობა გსურს აუცილებლად ეწვიე სპა სალონს. მას პეკინის ქუჩებში ყოველ ნაბიჯზე გადაეყრები.
"აკრძალული ქალაქი" - ასე ეძახიან საიმპერატორო სასახლეს, რომლიც ჩინეთის დიდ კედლთან მდებარეობს. შენობაში მოფუსფუსე ათასობით გიდი მცირე თანხის საფასურად დაწვრილებით გიამბობთ აკრძალული ქალაქის ისტორიას.
განსაკუთრებულია ჩინური სამზარეულო. აქაური სანელებლების მრავალფეროვნებას ვერასოდეს დაივიწყებ.
ჩინეთში ნახავ კონფუცის, ლაო ძის, სუნ ძუს სახლ-მუზეუმებს. იქაც ადგილობრივი გიდები მოგემსახურებიან.

image

image


image

image

5
567
12-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
567
  
2013, 23 იანვარი, 10:27
როგორც ყოველთვის: საინტერესო,ხარისხიანი და ინფორმატიული სტატიაა
2013, 23 იანვარი, 10:27
გაიხარე ბრატ!
2013, 23 იანვარი, 10:26
არაფერი, მაგის მეტი პრობლემა არ მოგცეს ღმერთმა და მაგას ეშველება
2013, 23 იანვარი, 10:23
მადლობა ბრატ ეს დღეები ვერ შემოვდიოდი ინტერნეტი არ მქონდა!
2013, 23 იანვარი, 10:22
საღოლ ბესო, რამდენი გიშრომია
0 1 5