კინო რას გრძნობდა და ფიქრობდა ,,მონსტრი ფედერიკო" ?(სტატია მათთვის ვისაც ფელინი უყვარს) 2013, 22 იანვარი, 19:21 როდესაც ფელინისთან ინტერვიუს ჩასაწერად მივიდნოდნენ ის ამბობდა:მოდით უბრალოდ ვისაუბროთ.ის რასაც გრძნობს და ფიქრობს ფელინი, მან თავის ფილმებში გამოხატა... ასე რომ, მოდით უბრალოდ ვიმუსაიფოდ. მე ცუდი ფილოსოფოსი ვარ და ცოცხალი ცხოვრების ყოველი გამოვლინება ყველაზე ბრძნულ სენტეციას მირჩევნია.
“მონსტრი ფედერიკო", როგორც თავად აღნიშნავდა, თურმე საკმაოდ ასოციალური და აპოლიტიკური ადამიანი ყოფილა.მთელ პოლიტიკურ სამზარეულოს ის “უზარმაზარ აქტიურობას" უწ. და სიამაყით აცხადებდა რომ მას ფილმების კეთება სურს.
“უკეთესი ქალი ცხოვრებაში არ შემხვედრია"-წერდა ფელინი მის მეუღლეზე
-გრძნობათა სამყაროში ქალი მამაკაცზე უფრო ნიჭიერია.მართალია, ხდება ხოლმე, რომ ღმერთი ამ მშვენიერ სიშლეგეს მამაკაცსაც უბოძებს.აი მაშინ მისგან რაიმე მხატვრულ პროვოკაციასაც უნდა ელოდო, ან წიგნს დაწერს, ან სურათს დახატავს, სნ კიდევ ფილმებს გადაღებას დაიწყებს. ზოგჯერ ძალიან იშვიათად, მამაკაცსაც ქალივით შეუყვარდება, აი ამის შესახებ კი ფილმის გადაღება ან წიგნის დაწერა შეიძლება.
-ქართული კინო სრულიად განსხვავებული მოვლენაა, კოლორიტული, ფილოსოფიურად ნათელი, ძალიან ბრძნული, ბავშვური....აქ ყველაფერია, რომ თვალზე ცრემლი მოგადგეს... ეს კი უნდა ითქვას არც ისე იოლია. -კინოში უნდა იაზროვნო მხოლოდ კინოს ხერხებით, კადრებით, განათებით, მუსიკით, მსახიობებით, კადრის ჰაერით. -ბრძენი ლამაზი სიბერის მოწყობა დიდი ხელოვნებაა, რაც იშვიათად თუ ვინმეს გამოსვლია! ვფიწრობ სიბერეში ლამაზადიცხოვრა ორმა ღირსეულმა მოხუცმა-შაგალმა და პიკასომ... 35 3-ს მოსწონს
|