ვასილ არხიპოვი-ადამიანი, რომელმაც მესამე
მსოფლიო ომი შეაჩერა
ზუსტად 50 წლის წინ 13 დღის განმავლობაში
მსოფლიო სულგანაბული უყურებდა აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის დაპირისპირებას ბირთვული ომის ზღვარზე.
მხოლოდ წყალქვეშა ნავების ეკიპაჟების ხელმძღ...ვანელობამ
იცოდა, რომ სუბმარინის ბორტზე ბირთვული იარაღი იდო, რომლის
გამანადგურებელი სიმძლავრე 1945 წელს ნაგასაკსა და ხიროსიმაში ჩამოყრილი ბომბების ტოლფასი იყო. ვასილ არხიპოვი იყო ერთ-ერთი იმ სამი უფროსი ოფიცრიდან, რომლებიც წყალქვეშა ნავს მეთაურობდნენ.ამერიკელები რამდენიმე დღის განმავლობაში ნადირობდნენ სუბმარინზე და წარმოდგენაც არ
ჰქონდათ, რომ მასზე იდო ბირთვული იარაღი, რომელსაც შეეძლო,
თვალისდახამხამებაში გაენადგურებინა მთელი მათი ფლოტი. მთელი ამ დროის განმავლობაში ეკიპაჟის წევრები 60 გრადუს სიცხეში საბჭოთა წყალქვეშა ნავის კაიუტებში ისხდნენ, თითეულ მათგანს დღეში მხოლოდ ერთი ჭიქა წყალი ეკუთვნოდა.
სუბმარინს ბრძანება ჰქონდა მიცემული, თუ სამივე მეთაური
შეთანხმდებოდა, გამოეყენებინათ ბირთვული იარაღი. ვინაიდან ამერიკელები წყალქვეშა ბომბებს ისროდნენ სუბმარინის აღმოსაჩენად, ეს მისი ეკიპაჟის თვალში ძალიან წააგავდა ომის დაწყებას და ერთ-ერთმა კაპიტანმა ვალენტინ სავიცკიმ გამოთქვა კიდეც საკუთარი პოზიცია, გამოეყენებინათ ბირთვული იარაღი.
ერთადერთი, ვინც მტკიცედ აცხადებდა უარს ამ გადაწყვეტილებაზე,
არხიპოვი იყო. მან ბოლომდე წარმოუდგენელი ცივსისხლიანობა შეინარჩუნა და ბოლომდე არ გადათქვა საკუთარი გადაწყვეტილება.
სულ რამდენიმე საათის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედი და საბჭოთა ლიდერი ნიკიტა ხრუშოვი მივიდნენ შეთანხმებამდე, რომლის შედეგადაც კარიბის კრიზისი ომის გარეშე
დასრულდა