საზოგადოება 16 შეკითხვა, რომელიც დაგაფიქრებთ 2013, 22 იანვარი, 16:14 1. რამდენი წლის იქნებოდით, რომ არ გცოდნოდათ თქვენი ასაკი? 2. რომელია უარესი: სცადო და არ გამოგივიდეს, თუ საერთოდ არ სცადო? 3. რამდენად აკონტროლებთ ცხოვრების გზას, რომელიც არჩეული გაქვთ (პროცენტულად)? 4. რაზე უფრო ნერვიულობთ, სწორად გააკეთოთ რაიმე, თუ გააკეთოთ ის, რაც სწორია? 5. აწვებით ლიფტის ღილაკს ორჯერ? სამჯერ? ოთხჯერ? მართლა გგონიათ, რომ ეს ლიფტს ააჩქარებს? 6. რას უფრო მიაქცევთ ყურადღებას ადამიანში: გენიალურობას თუ მხიარულ უბრალოებას? 7. ხართ თუ არა ისეთი მეგობარი, როგორიც გინდათ, რომ თავადაც გყავდეთ? 8. ძველ მოგონებებს დაკარგავდით თუ შესაძლებლობას ახალი მოგონებების შესაქმნელად? 9. გახსოვს ის დრო, 5 წლის წინ, როცა ძალიან ნაწყენი იყავი? ახლა ამას მნიშვნელობა აქვს შენთვის? 10. რატომ იწვევს ომს ის რელიგიები, რომლებიც მხარს უჭერენ სიყვარულს? 11. შეამცირებდით თქვენი ცხოვრების ხანგრძლივობას 10 წლით, რათა ძალზედ პოპულარული ან ლამაზი გახდეთ? 12. თუ ჩვენ შეცდომებით ვსწავლობთ, მაშინ ყოველთვის რატომ გვეშინია შეცდომების დაშვების? 13. რას გააკეთებდი განსხვავებულად, რომ იცოდე, არავინ განგსჯის? 14. რომ შეგეძლოთ ახლად დაბადებულ თქვენს თავზე რაიმე რჩევის მიცემა, რა იქნებოდა ეს? 15. რა ხდის თქვენს უბედნიერეს მოგონებას ასე განსაკუთრებულს? 16. გადაწყვეტილებები ახლა მიიღება. შენით იღებ მათ, თუ სხვას აძლევ უფლებას, შენ მაგივრად გადაწყვიტოს?! 385 4-ს მოსწონს |
2.გააჩნია რა საკითხში. ზოგ საკითხში ,,არ გამომივიდა'' უკეთესია ვიდრე ,,რა იქნებოდა რომ''
3.როგორც შემიძლია
4.ვაკეთებ იმას, რასაც მე ვთვლი სწორად
5.ერთხელ ვაწვები
6.უბრალო ადამიანიც შეიძლება იყოს გენიალური (თუ რა თქმა უნდა ბრბოს ,,წევრი'' არაა)
7.დიახ. 1-2 თვისების გამოკლებით
8.ძველ მოგონებებს დავკარგავდი
9.დიახ მისცე ადამიანს მეორე შანსი, იგივეა მისცე მეორე ტყვია, როცა პირველი აგაცილა.
10.იმიტომ რომ სხვაა რელიგია და სხვაა ცხოვრება, რელიგია ერთს ამბობს, ცხოვრება კი სულ სხვა გზით მიდის
11.არა. პოპულარულობა არაფერში მჭირდება და სიმპატიურობა ისედაც არ მაკლია
12.გვეშინია ისეთი შეცდომა არ დავუშვათ რომ მერე მთელი ცხოვრება თავში სახლელი გვქონდეს
13.არ ვიცი ისე კი ყველას აზრი ფეხებზე მკიდია.
14.ზედმეტად არავის გადაყვე, ნუ იქნები ძალიან კეთილი, დაიფასე თავი, საკუთარ თავს როგორც დააფასებ, სხვებიც ისე დაგაფასებენ.
15.ბავშობა,
16.გააჩნია რა საკითხში
2. საერთოდ რომ არ სცადო.
3. 40%-ით. "ცხოვრება არის ის, რაც შენს ირგვლივ ხდება, სანამ შენ ცხოვრებას გეგავ"
4. რამე მაინც გავაკეთო სწორად.
5. მარტო ერთხელ ვაწვები.
6. გენიალურობას. (სხვანაირად ვიტყოდი: ის ადამიანები იქცევენ ჩემს ყურადღებას რომლებიც განსხვავებულად აზროვნებენ, თავიანთი ორიგინალურობა შენარჩუნებული აქვთ და ბრბოში არ არიან არეულები.)
7. არა.
8. ძველ მოგონებებს, თანაც ადვილად.
9. 5 წლის წინ ისეთი არაფერი მწყენია. მაგრამ არის წყენაც რომელსაც 5 წელზე მეტი დრო სჭირდება რათა მნიშვნელობა დაეკარგს...
10. რელიგიები კი უჭერენ მხარს სიყვარულს , მაგრამ ჩვენ ხალხი ვართ...
11. არა, იმიტომ რომ პოპულარობისთვის დღევანდელ დროში საკმარისია გაიხადო. ხოლო ისეთი ულამაზო ნამდვილად არ ვარ, პოპულარობის მერე მოსული ფული რომ არ მეყოს გასალამაზებლად. :D
12. მე არ მეშინია.
13. ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს.(ტვინის რომელიღაც ნაოჭში კი იქნება მიმალული, მაგრამ 5წუთიანი უშედეგო ძებნის მერე გადავწყვიტე, რომ თავი არ შევიწუხო:D:D)
14. არაფერს. იმ შეცდომებს რომელიც მე დავუშვი ცხოვრებაში, ვერც ერთი რჩევა ვერ ამაცილებდა თავიდან. :)
15. სიყვარული და მადლიერების გრძნობა.
16. მე ვიღებ.