მობილური ტელეფონებისა და კომუნიკაციის სხვა უკაბელო საშუალებების ნაადრევ სიბერეს იწვევს, გვარწმუნებს 7-ი მეცნიერი.ლეიფ სალფორდი. მისი აზრით, ადამიანის ტვინზე მობილური ტელეფონების მიერ გამოსხივებული მიკროტალღების მასიური ზემოქმედება ადამიანებზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ბიოლოგიური ექსპერიმენტია, მას მიაჩნია რომ მსგავსი ტექნოლოგიების გავრცელებით კაცობრიობა "მიკროტალღების ზღვამ" წალეკა.სალფოლდის დასკვნა, რომელიც გარემოს კვლევის ამერიკის სახელმწიფო ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, სისხლის ცილაზე და ადამიანის ტვინზე მიკროტალღების გავლენას შეეხება.სალფოლდი და მისი ჯგუფი 15 წელი იკვლევდა ზემოქმედების სხვა ასპექტებს, კერძოდ, სუსტი მიკროტალღების გავლენით ალბუმინების (ცილების) ტვინში შეღწევას.
სალფორდი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ადამიანისათვის მობილური სატელეფონო კავშირის დიდი მნიშვნელობისა, ცდების შედეგები შემაშფოთებელია და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.