x
image
ტორნადო07
ავსტრალიელმა 5 კილოგრამი წონის ოქროს ზოდი იპოვა

imageავსტრალიელმა მოყვარულმა ოქროსმაძებელმა ვისი სახელიც არ ქვეყნდება იპოვა 5 კგ. და 505 გრამი წონის ოქროს ზოდი. ზოდი ვიქტორიას შტატის ქალაქ ბალარატის ახლოს იქნა აღმოჩენილი ზედაპირიდან 60 სანტიმეტრის სიღრმეზე წერს ადგილობრივი გამოცემა The Ballarat Courier. ზოდი 16 იანვარს აღმოაჩინეს, მისი აღმოჩენის შემდეგ ოქროს მაძიებელი სპეციალურ მაღაზიაში წავიდა კონსულტაციისათვის. სპეციალისტის კორდელ კენტის სიტყვებით აქამდე ოქროს ასეთი უზარმაზარი ზოდი მას არ უნახავს.

კენტი აღნიშნავს, რომ თუ ზოდს გადაადნობენ მაშინ მისი გაყიდვა მიახლოებით 315 ათას დოლარად შეიძლება, მაგრამ მისი ზომისა და ფორმის გათვალისწინებით ორიგინალური ზოდი შეიძლება ბევრად მეტად გაიყიდოს. image

1
98
3-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
98
  
2013, 22 იანვარი, 19:35
ბედნიერი:))
0 1 1