x
image
ტორნადო07
ჩემი ტოპ-10 სტატია
image
საკმაოდ ბევრი დავწერე ამ საიტზე. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი სტატიების ტოპ ათეული. მოყვანილი მაქვს ნახვების და გაზიარებების რაოდენობა, ასევე თითოეული სტატიის მიერ გამომუშავებული თანხა. მაშ ასე დავიწყოთ.


1)გაიგეთ თქვენი ფსიქოტიპი: ეს სტატია ჩემი სტატიების უდავო ლიდერია 10307 ნახვითა და 3739 გაზიარებით ფეისბუქზე. შემოსავალი 19.67 ლარი. მარტივი ტესტი, რომელიც ადამიანის ხასიათის ამა თუ იმ თვისებას ავლენს.


2)გამოიცანით ვინ არის ეს გოგონა? პირველ სტატიას ბევრად ჩამორჩება. სტატია ირინა შეიკის შესახებ. 3441 ნახვა, 6 გაზიარება. შემოსავალი 3.44 ლარი.


3)რაზე მეტყველებს პოზები ძილის დროს? იმის მიხედვით თუ როგორ სძინავს ადამიანებს შეიძლება ისაუბრო მათი ურთიერთობების შესახებ, სწორედ ამ თემაზეა აღნიშნული სტატია. 2090 ნახვა, 34 გაზიარება, შემოსავალი 3.44 ლარი.



4)სიკვდილამდე წამით ადრე: GlobalPost-ის ფოტოგრაფის მიერ გადაღებული უნიკალური კადრები იმის შესახებ თუ როგორ იმსხვერპლა ტანკის ჭურვმა სირიელი ჯარისკაცები. 1829 ნახვა, 4 გაზიარება, შემოსავალი 1.565 ლარი.


5)ქალის ღალატის 10 ნიშანი: როგორც ვხედავ ბევრს უნდა გაიგოს ქალის ღალატის ნიშნების შესახებ. 1392 ნახვა, გაზიარება არ აქვს. შემოსავალი 2.18 ლარი.


6)გოგონა გაიზარდა. გამოიცანით ვინ არის ის: სტატია მილა იოვოვიჩის შესახებ. სტატიაზე მილას საკმაოდ კარგი ფოტოებია დართული. 1191 ნახვა, 6 გაზიარება, შემოსავალი 1.18 ლარი.


7)სენსაცია!!! ბერმუდის სამკუთხედის ფსკერზე ჩაძირული ქალაქი აღმოაჩინეს: დასურათებული სტატია ბერმუდის სამკუთხედის შესახებ. 1128 ნახვა, 64 გაზიარება, შემოსავალი 1.12 ლარი.


8)საინტერესო ფაქტები ქალების შესახებ: სტატიაში მოყვანილია საინტერესო და სახალისო ფაქტები სუსტი სქესის შესახებ. 1055 ნახვა, 20 გაზიარება, შემოსავალი 1.91 ლარი.


9)სენსაცია!!! ადამიანს შეუძლია გაიგოს როდის მოკვდება 400 ფუნტ სტერლინგად (მეცნიერული მეთოდი). სტატია იმის შესახებ, რომ მეცნიერებმა შეძლეს დაადგინონ როდის გარდაიცვლება ადამიანი, თუ მას გარე ფაქტორები არ მოუსწრაფებს სიცოცხლეს. 1043 ნახვა, 49 გაზიარება, შემოსავალი 2.08 ლარი.


10)NASA-მ მოგვითხრო როგორი იქნება სამყაროს დასასრული. 2012 წლის მოვლენებიდან გამომდინარე სულაც არ მიკვირვებს ამ სტატიის პოპულარობა. 1012 ნახვა, გაზიარება არ აქვს, შემოსავალი 1 ლარი.


P.S დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ ვინც ჩემს სტატიებს კითხულობს. ვცდილობ მაქსიმალურად საინტერესო და ინფორმატიული სტატიები მოვიძიო თქვენთვის. იმედი მაქვს მოგწონთ. ამავე დროს მინდა ავღნიშნო, რომ ჩემი აზრით ბევრი უფრო საინტერესო სტატია პოპულარულობით არ სარგებლობს და აუთსაიდერთა სიაშია.

2
39
8-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
39
  
2013, 21 იანვარი, 23:43
გაიხარე
2013, 21 იანვარი, 23:22
საღოლ მართლა :DD
0 1 2