სხვა თანამედროვე მაუგლი (+11 საოცარი ფოტო) 2013, 21 იანვარი, 21:26 თანამედროვე მაუგლი გოგონაა. ის დაიბადა და გაიზარდა აფრიკაში ფრანგი ფოტოგრაფების ოჯახში. გოგონას ტიპი დეგრე ჰქვია (Tippi Degre) და მას ძალიან უცნაური ბავშვობა ჰქონდა. იზრდებოდა რა აფრიკის უდაბნოში გარეული ცხოველების გარემოცვაში, მათთან საკმაოდ თბილი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა. თანდათანობით ის თანამედროვე მაუგლის დაემსგავსა. როდესაც ძალიან პატარა იყო ტიპიმ თქვა: "მე არ მყავს მეგობრები, იმიტომ რომ არასოდეს მინახია ბავშვები. ასე, რომ ჩემი მეგობრები ცხოველები არიან". ბავშვის მშობლებმა დაწერეს წიგნი “Tippi of Africa”, რომელიც 1998 წელს გამოქვეყნდა. მათ ასევე გადაიღეს დოკუმენტალური ფილმი “Bridging Gap to Africa”, რის შემდეგაც გოგონა-მაუგლი ძალიან პოპულარული გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ტიპის ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. 221 9-ს მოსწონს
|