პოეზია უსათაუროდ... 2013, 19 იანვარი, 17:16 წამი მომიკვდა...წუთი მომიკვდა... საათი მომიკვდა...ისეთი ეგოისტი ვარ, სხვისი სიცოცხლე მოვკალი და მე სიცოცხლე მინდა... არარაობას მინდა სული ნათელი...დანთებული სანთელი... ღიმილიანი სახე...ვიწვალე ბევრი და საკუთარ თავს დავუგე მახე. ცოტა ვიბრძოლე, ვერ გავიბრძოლე... სისუსტემ მძლია და დავჩაგრე უმწეო არსება... ეს ყველაფერი ერთმანეთს ვერ ეთავსება... არც იავნანამ შემაჩერა...დავკარგე ჩემი სამყარო... განადგურებულ, არასულიერ სულიდან ყველაფერი, უნდა გადავყარო... წამი მომიკვდა...წუთი მომიკვდა... რამდენჯერ ვცდები?! ისეთი ეგოისტი ვარ: -არ ვფიქრობ! -არ ვიბრძვი! -არ ვეძებ! -არც ვაღიარებ, რომ უმოქმედობას შევწირე წლები... 17 5-ს მოსწონს
|