x
image
ლიკა ხუბუა
დე...
image





ისე მენატრები დე,

დილით მეზარება ავდგე,

როცა მივიჩქარი სასწავლებლად,


მსურს, რომ წუწუნებდე:

რატომ მათქმევინებ ამდენს...

თმები აიწიე, თბილად ჩაიცვი

როგორც გეუბნები ასე...

ისე მენატრები დე,

მინდა ის ამბები მოგიყვე...

როდის მარტოობა მომერევა,

შენთან ფეხაკრეფით მოვიდე.

მთელი დღეებია უსასრულოდ,

მხოლოდ დუმილი და ფიქრებია.

ან ვინ მეკითხება,

რასაც შენ მკითხავდი,

შენსავით კარგები ხომ ვერ იქნებიან...

ისე მენატრები დე,

სუნთქვაც მიძნელდება, არ მინდა,

იქნებ უსასრულოდ დავიბნე,

მაგრამ შენ გამაჩენ თავიდან.

მალე გამიღიმე დე,

მინდა ის ამბები მოგიყვე,

როცა შეცდომებზე ვიდარდებ

შენთან საწუწუნოდ მოვიდე...

მთელი დღეებია უსასრულოდ

მხოლოდ დუმილი და ფიქრებია

რასაც შენ გამიგებ,

იმას ვინ გამიგებს,

შენსავით კარგები ხომ ვერ იქნებიან...





23.10.11

6
239
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლიკა ხუბუა
ლიკა ხუბუა
239
  
2012, 25 დეკემბერი, 18:48
არ ვიცი...მეც მაინტერესებს ეგ...იქნებ სჰემთხვევით კიდევ შემოვიდეს და ვთხოვ დაწეროს კომენტარი..დედა მენატრება..ამაზე დისლაიქი საწყენია..შენიშვნას კი მივიღებდი:(
2012, 25 დეკემბერი, 18:44
ძაან მაინტერესებს ვის არ მოეწონა...იქნებ კომენტარი დაეწერა კაი იქნებოდა...
2012, 19 დეკემბერი, 23:55
მეც მენატრება ჩემი დედიკო:(♥♥♥
2012, 19 დეკემბერი, 22:45
ძაან თბილი სიტყვებია ამეტირა კიდეც მენატრები დე უზომოდ:(
2012, 17 დეკემბერი, 11:42
♥♥♥
2012, 17 დეკემბერი, 2:48
0 1 6