x
image
ლიკა ხუბუა
ვიბრძოლებ...
...



ნელნელა ვკვდები...

რაკი არ ვკვდები,

ვიბრძვი,


როგორც უსულოდ მიგდებული

ჰაერის ნაგლეჯი ცდილობს ისუნთქოს.

არ ვიცი...არ ვიცი...

არცოდნაში ცხოვრება ჩამეფშვნა,

ჩამიდნა შაქარივით,

ჩაის ვსვამ უხმოდ...

მე მებრძვის საღამოს,

ლანდივით ჩამიქროლებს წარსული...

გადავრჩი...

უშნოდ დახატულ ტოტივით შეირყა

წამები, გადათვლის ცუდ დროს...

არსებობს ფიქრები,

ნივთები ეძებენ საკუთარ ადგილებს,

ყველაფერს თითები ნაწვიმარზე

გადააადგილებს...

არ ვებრძვი...

მე მებრძვის ათასჯერ,

ფუტკრების ნაკბენი ყვავილები დახრიან თავებს...

სურნელებს გაფანტავს ქარები,

მომავალს ურცხვად ჰპარავენ წამებს...

ათასჯერ...

და მეტჯერ

ცა უღრუბლო,

ცა მოღრუბლულ ხასიათზე აწამეს...

ღრუბლებმა მზე გაანადგურეს,

ჩამდგარა რა მთვარე...

ვარსკვლავებმა აიტაცეს ყველა ღიმილი,

დავთვალე...

თითებმა დახატეს,

დილა მშვიდობისა!

ყავა მიირთვით უზმოზე!

მახარეს...

დაღამდა...

მოგონებებმა ჩამძირეს კვლავ ღამეს,

ვიბრძოლებ,

სანამ არდაფიქრებებმა შემოდგომის

ბოლო დღესავით დამღალეს...

















0
25
4-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ხუბუა
ლიკა ხუბუა
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0