- 19 წლის ლუკა ზაქარიაძე პირველი “საქართველოს ვარსკვლავია''.ბათუმელი ბიჭი გამარჯვებამ დააბნია.უამრავი პრიზი მიიღო, მაგრამ, ყველაზე მეტად გიტარამ გაახარა.ადრე თუ მუსიკაში თავის გზას ვერ ხედავდა, ახლა დარწმუნებულია, რომ ეს მისი ცხოვრების საქმეა.პარალელურად იურიდიულ განათლებას იღებს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ დიპლომი ჰქონდეს.
- ლუკა შეყვარებულია, მაგრამ რჩეულის ვინაობას არ ამხელს.არც დედაზე ლაპარაკობს ბევრს.პატარა იყო, როდესაც მისი მშობლები დაშორდნენ.მამასთან ერთად ცხოვრობს, დედის ფუნქციები კი მამიდამ შეითვისა.
- ლუკა, პრიექტში ხსირად აღნიშნავდნენ, რომ უცნაური ხართ.მართლაც, სიმღერის თავისებური მანერა გაქვთ.ცხოვრებაში როგორი ხართ?
- არაფრის კომპლექსი არ მაქვს და იმას ვაკეთებ, რაც საქმეს სჭირდება.ჩემს სინაგან რწმენას არასდროს ვღალატობ.რადგან პროექტში ვიყავი კამერა მიღებდა, სულ არ ვფიქრობდი, რომ უნდა მეთამაშა და ნამდვილი ლუკა არ გამოჩენილიყო.მე არასდროს ვთამაშობ.ჩემში რა ემოციებიც არის და რაც სწორად მიმაჩნია, იმას ვაკეთებ.როცა ჩემზე ამბობენ, უცნაურიაო, არ ვიცი რას გულისხმობენ, შეიძლება ნაკლებად რომ ვიღიმი.შემიძლია გავიღიმო, მაგრამ არ მეღიმება და რა ვქნა?! - მაშინ უნდა ვითამაშო.ვიცი, ღიმილი პოზიტიურ ემოციას იწვევს სხვებში, ამიტომ ბოდიშს ვიცდი ყველა იმ ადამიანს, ვისაჩ ჩემი ღიმილი დააკლდა.
- ხალხის 75-მა პროცენტმა ალბათ იმიტომ დამიჭირა მხარი, რომ მაყურებელთან ყოველთვის გულწრფელი ვიყავი.დაუმსახურებლად ადამიანი ვერ შეგიყვარებს, ე.ი შენგან რაღაც დადებითი და კარგი აურა მოდის.ყოველ ტურზე ბოლომდე ვიხარჯებოდი და სიმღერა რა ემოციასაც ითხოვდა ჩემგან, იმას ვდებდი.ბენდთან უფრო ახლოს ვიყავი ყოველთვის, ვიდრე კამერებთან.
ლუკა!