სისხლის სამართალი ოჯახური ძალადობა- ვის უნდა მივმართოთ ? 2012, 17 აპრილი, 0:43 ოჯახური ძალადობის ფაქტები ძალიან ხშირია. იქნება ეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, თუ ეკონომიკური ძალადობა. ძალადობის მსხვერპლი არიან ძირითადაც ქალები, არასრულწვონები და მოხუცებიც. ხშირ შემთხვევაში ერთერთი მთავარი პრობლემა ის არის რომ ძალადობის მსხვერპლმა არ იცის თუ ვის უნდა მიმართოს, დღედდღეობით არსებობს სამოქალაქო და ადმისნტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული დამცავი საშუალებები, რომლის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა აუცილებელია. მაშ ასე, რა უნდა მოვიმოქმედოთ როდესაც ჩვენს მიმართ ახორციელებენ ძალადობას და რა დამცავი მექანიზმები პირველ რიგში დარეკეთ ცხელ ხაზზე - 30-93-09, ადაც თქვენ გაგიწევენ უფასო კონსულტაციას, თქვენ გექნბათ შესაძლებლობა მოთავსდეთ უფასო თავშესაფარში, რათა მოძალადეს თქვენთან ურთიერთობა შეეძრუდოს და მაქსიმუალურად იყოთ დაცული ყოველგვარი ზეწოლისგან. თუმცა თუკი თქვენ არ გსურთ თავშესაფარში ყოფნა და ოჯახის დატოვება, სიტუაცია თქვენს ოჯახში აყვანილი იქნება კონროლზე სოციალური მუშაკებისა თუ უბნის ინსპერქტორების მიერ, რათა მაქსმალურად იყოს დაცულის რაიმე ტიპის ძალადობისაგან. ადმისნტრაციული კანომდებლობა ასევე ითვალისწინებს შემაკავებელი და დამცავი ორდერების გაცემას. შემაკავებელ ორდერს გასცემს ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირი, ხ ოლო დამცავს ამ პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლო. ზემოაღნიშნული ორდერები გუსლიხმობ ღაონისძიებებს, რომელიც მსხვერპლის დაცვასა და მოძალადის გაკრვეული მოქმედებების შეზღუდვას ითვალისწინებს, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ამ უკანასკნელს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა. მაგალითად, ორდერი შეიძლება ითვალისწინებს : მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსების საკითხებს, მოძალადის მსხვერპლთან მიახლოების საკითხებს, მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის ან სხვა ხარჯების ანაზღაურებას, მოძალადის ვალდებულებას- არ შეძრუდოს მსხვერპლი თავისი საკუთრებით სარგებლობისას და სხვა ( უფრო ვრცლად იხილეთ ადმინსტრაციული საპროცესო კოდექსის -7, მე-3 პრიმა თავი -ადმინსტრაციული სმართალწარმოება ოხასში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით ) საზოგადოებას უფრო უადვილდება ფიზიკური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით საუბარი, თუმცა არსებობს ეგრედ წოდებული ეკონომიკური და ფსიქიკური ძალადობის ფაქტებიც რომელთა მსხვერპლნი ძირითადად არიან მოხოუცები, რომელთანაც არ აძვლევენ საკვებს, ყვირილი და მუქარა მათზე უკვე სისტემატიურ ხასიათს ატარებს. ნებისმიერ პირს ნებისმიერ შემთხვევაში აქვს უფლება მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, რათა მათ მიმართ გატარდეს შEსაბამისი რონისზიებები. მიმართვას სამწუხაროდ ხშირად არ ახორციელებენ, მათ ეშინიათ საზოგადოების რეაქციიის, ან არ სურთ მოძალადეებს რაიმე პრობლემა შეუქმნან და ასე შემდეგ. თუმა მიმართვა მაინც აუცილებელია. თქვენი დღევანდელი ყოფა და თქვენი მომავალი ცხოვრება თქვენს ხელშია. თუკი თქვენს მიმართ ხორციელდება ნებისმიერი სახისძალადობა მიმართთ შესაბამის ორგანოებს, და თქვენ ა უცილებლად დაგეხმარებიან. განსაკუთრებით ეს რაიონებში მცხვრებ მსოახლეობას ეხება. ''რას იტყვის ხალხი'' -- ის პრობელმა იქ უფრო აშკარად იჩენს თავს, სოფელში ასე თუ ისე ჩაკეტილი ცხოვრებაა და ისინი ერიდებიან მათი ამბის გარეთ გამოტანას, თუმცა მიმართვა აუცილებელია. დაიცავით თქვენი თავი მოძალადეებისგან. 274 2-ს მოსწონს
|