x
image
carpediem
აბორტი. მკვლელობა თუ არჩევანი
ნამდვილად კარგად ვიცი უმეტესობის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. რომ აბორტი საშინელებაა, რომ ქალები საკუთარ შვილს კლავენ, რომ ეს უდიდესი ცოდვაა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ყველა ამ აზრს ვეთანხმები, თუმცა მაინც ვფიქრობ რომ შეიძლება ლაპარაკი აბორტის დადებით მხარეებზეც.
სიცოცხლის უფლება აბსოლუტურად უზრუნველყოფილი უფლებაა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორსულობის შეწყვეტის სამართლებრივი მოწესრიგების სფეროში, როცა ნაყოფისა და ქალის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებები უპირისპირდებიან.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად - '' ყველა მოქალქეს აქვს უფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს შვილების რაოდენობა და დაბადების დრო ''' ; '' ორსულობის შეწყვეტა დაუშვებელია თუ ხანგრძლივობა აღემატება 12 კვირას ''' თუმცა კანონმდებელი აქვე ადგენს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც 12 კვირის გასვლის შემდეგაც შეიძლება აბორტის გაკეთება, ამასთან დაკავშირებით არსებობს 4 ჩვენება :
1) სამედიცინო - აბორტი ქალის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად
2) სოციალური - მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა
3) ეთნიკური- ჩასახვა სექსუალური ძალადობის შედეგად
4) ევგენური - ფიზიკური ნაკლით დაბადების საშიშროება

ზემოთ ჩამოთვლილია 4 შემთხვევა, რომელთა არსებობის დროსაც შესაძლებელია ნაყოფის მოშორობა 12 კვირის შემდეგაც. ამ შემთხვევებს უფრო სიღრმისეული დაკვირვება სჭირდება.
როცა ჩვენ ვამბობთ -- დაუშვებელია აბორტი, ის ცოდვაა, ეს მკვლელობაა-- რატომა რ ვფიქრობთ მის გამომწვევ მიზეზებზე, და რატომ არ ვაანალიზებს შედეგებს რომელიც არასასურველი ბავსვის დაადებას შეიძლება მოყვეს?

თქვენ ალბათ იტყვით- გააშვილოს, ნუ კლავს, მაგრამ დამერწმუნეთ 9 თვე არაა პატარა დრო, როცა ამას საკმარისი საფუძველი აქვს, ან შედეგი შეიძლება უარესიც იყოს, ან ქალი იყოს ისეთ მდგომარეობაში რომ ამაზე არც კი ფიქრობდეს.
სამედიცინო ჩვენებაში საკამათო მგონი არაფერია, სამწუხაროდ ხშირად ხდება რომ მეუღლეებს, იგივე მსობიარობის პროცესში, თუ მანამდე ხშირად უწევთ არჩევანის გაკეთება ცოლის სიცოცხელსა და ბავშვის სიცოცხლეს შორის, ამიტომაც აღნიშნული სიტუაცია არც განიხილება როგორც '''მკვლელობა''
მაშინ დაფიქრდით, რას შეიძლება გრძნობდეს გოგონა, რომელიც გააუპატიურეს და რომელიც მოძალადის შვილს ატარებს მუცლით? შეგვიძლია კი ჩვენ იგი დავავალდებულოთ გააჩინოს შვილი და სამუდამოდ სძულდეს?
ჩვენ ვერ ვაიძულებთ ამას, ჩვენ ვერ ვეტყვით რომ გააჩინე შვილი და გააშვილე, ვერ ვეტყვით რომ 9 თვე მუცლით მოძალადის შვილი ატაროს . მეორეს მხრივ როგორ ჩამოყალიბებდა ბავშვი, რომელიც მიატოვეს? ( უკეთეს შემთხვევაში გააშვილეს ) როგორ იმოქმედებს მის ფსიქიკაზე ის ფაქტი რომ დედამისს ის არ უყვარს?

შეგვიძლია კი ჩვენ ვაიძულოთ ქალი გააჩინოს შვილი, რომელსაც ცერემბლარული დამბლის ნიშნები დაუდგინეს? ქალი, რომელმაც იცის რომ მისი შვილი ინვალიდი იქნება და შესაძლებელია დაუნიზმის სინდრომის ნიშნებიც ქონდეს? თუკი იცის რომ მისი შვილი არ დაიბადება ჩვეულბერივ ადამიანდ, გვაქვს უფლება რომ გავკიცხოთ იგი და საკუთარი შვილის მკვლელად მოვნათლოთ?
ხოლო თავად ეს ბავშვი როგორ გაიზრდება ეს მეორე საკითხია. საქართველო არაა ის ქვეყანა სადაც მსგავსი ადამინებისათვის ცხოვრება ''აწყობილია''. საწმუხაროდ ჩვენ გერმანია ან ევროპის რომელიმე განვითარებული ქვეყანა არ ვართ და მსგავსი ბავშვებისათვის აქ ცხოვრება საკმაოდ რთულია. როგორ გაიზრდება შემდგომ ეს ბავშვი, როგორ ჩამოყალიბებდება ეს საკმაოდ რთული საკითხია, და დაახლოებით ალბათ ყველა თვენგანმა იცის ამაზე პასუხი.


რაც შეეხება მატერიალურად გაჭირვების მომენტს, მართალია შესაძლებელია წინა ორი არგუმენტით უფრო დავიმსახურე ნაწილობრივ მაინც თქვენ თანხმობა, მაგრამ მატერიალური გაჭირვების ფაქტორიც გასათვალისწინებელია. აქ საქმე მარტო ბავშვის მოვლას არ ეხება, ქალს ფეხმძიმობის პერიოდში განსხვავებული მოვლა და კვება ჭირდება, გარკვეული წესების დარღვევამ რაც ფეხმძიმემ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, შესაძლებელია ნაყოფის ''დაზიანება'' გამოიწვიოს, რამაც გარკვეული პრობელმები წამროშვას მისი დაბადებისას.


ეს 4 ფაქტორი ძალიან მცირე მაგალითები იყო რომელიც პრაკტიკული კუთხით შეიძლებოდა მომეყვანა. თუმცა ყველა დაფიქრდით, რა არის აბორტი, არასასურველი ნაყოფის ''მკვლელობა'' თუ უბრალოდ არჩევანი? არჩევანი დედისა და არჩევანი იმ ცხოვრებისა რომელიც ბავშვს მოელის დაბადების შემთხვევაში. რა არის მთავარი, მთავარია ბავშვი დაიბადოს და დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს? აქვს, სწორედაც რომ ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამას აქვს, როგორ შეიძლება გაიზარდოს, რა ბედი ელის არასასურველ შვილს, ამაზე საკმაოდ მცირე რაოდენნობა ფიქრობს. ნუთუ მთავარი დაბადებააა?

ამ კითხვებზე პასუხი თქვენთვის მომინდვია, მე ვეცადე ამეხსნა თუ რამ შეიძლება მიიყვანოს ქალი ამ გადაწყვეტილებამდე, რა თქმა უნდა აქ ბევრი ფსიქოლლოგიური ფაქტორია გასათვალისწინებელი, თუმცა სანამ ყველა ქალს, რომელიც აბორტს იკეთებს ერთ ქვაბში მოხარშავთ, დაფიქრდით - გაქვთ თქვენ მისთვის მკვლელის წოდების უფლება?
image
1
670
3-ს მოსწონს
ავტორი:carpediem
carpediem
670
  
2013, 20 აპრილი, 9:53
*******
ნუ მომკლავ, დედა, მინდა ვიცოცხლო
და ქართველობის ვწიო ჭაპანი,
გპირდები, ჩემით იამაყებენ
ჩემთვის უცნობი მამა–პაპანი.
ნუ მომისწრაფებ სიცოცხლეს, დედა,
უტყვი ვედრებით მე ამას ვითხოვ,
მინდა, გიყვარდე, შევიგრძნო მინდა,
შენი ალერსი და შენი სითბო.
იებს დაგიკრეფ აპრილის თვეში,
სიფრიფანა და ლურჯთვალა იებს,
მინდა, ვიცოცხლო, შენ კი ილოცე,
ნუ მაქცევ მიწად, ნუ გამაციებ.
თუ ნანობ, მინდა, რომ გაგიქარვო,
სულის ტკივილი, გულის დარდები,
უფალს ვთხოვ, დედა, შეგინდოს ცოდვა
უმანკო ჩვილის არდაბადების.
მე გაზაფხულზე სიმღერად მოვალ,
შენი ცხოვრების ტკივილებს წავშლი,
იმ ქვეყნიდანაც დაგეხმარები,
ღვთით მოვლენილი, უმანკო ბავშვი.
0 1 1