სხვა რეკორდული სიცხე სიდნეიში! 2013, 18 იანვარი, 16:43 ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში 18 იანვარს დაფიქსირდა ყველაზე ცხელი დღე 150 წლიანი დაკვირვების ისტორიაში.ტემპერატურამ ქალაქში მიაღწია 45, 8 გრადუსს.წინა რეკორდი 1939 წელს დაფიქსირდა - 45, 3 გრადუსი. სიცხის გამო ავსტრალიაში გაჩნდა ტყის ხანძრები, რომელთა უმეტესობა, ახალ სამხრეთ უელსის და ვიკტორიას შტატებში მძვინვარებს.ასევე ცნობილი გახდა ერთი დაღუპულის შესახებ, მამაკაცის სხეული აღმოაჩინეს დამწვარ მანქანაში, ვიკტორიას შტატში.რეკორდული სიცხე დაფიქსირდა არა მხოლოდ სიდნეიში არამედ ავსტრალიის სხვა ქალაქებშიც.7 იანვარს საშუალო ტემპერატურამ ავსტრალიაში მიაღწია 40, 33 გრადუსს. ავსტრალიაში ასეთ ანომალიურ სიცხეებს, მეცნიერები გლობალურ დათბობას უკავშირებენ. 43 4-ს მოსწონს 1-ს არა
|