პროზა სამახსოვრო დღე 2012, 16 აპრილი, 23:49 მე ვისვენებდი სოფელ ბიწმენდში. იქ ჩადის პატარა მდინარე, რომელსაც რიყეს ეძახიან. მეგობრებთან ერთად დავდიოდი სათევზაოდ. ერთ დღეს მხოლოდ ერთი თევზი დავიჭირე. მოვიყვანე სახლში და ჩავსვი წყალში, მაგრამ ვერ მოვისვენე. წარმოვიდგინე რომ სულ მარტო უნდა ყოფილიყო და შემეცოდა. გამახსენდა ოქროს თევზის ზღაპარი, მეთევზემ რომ დაიჭირა და თევზმა სთხოვა: ”ოღონდ გამიშვი და ბედსა გწევო”. უკვე დაღამებული იყო. დედას ვთხოვე, რომ თევზი უკან დაგვებრუნებინა. მივედით ისევ იმ ადგილზე. ჩემი სახლიდან საკმაოდ შორს იყო. მე არ მეშინოდა, რადგან თევზი მიმყავდა. როდესც გავუშვი, თითქოს მომესმა: ”მე შენ სურვილს შეგისრულებ, დიდი მადლობა”. მეც ჩავიფიქრე, რომ ქვეყანაზე აღარც ბოროტება არსებობდეს და აღარც სიკვდილი. თუმცა მე არვიცი, თევზი როდის შემისრულებს ამ სურვილს, მაგრამ მჯერა, რომ ღმერთი არ გაგვწირავს. ეს დღე ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო და სამახსოვრო დღე იყო. 31 1-ს მოსწონს
|