კულტურა პრინცი ჰარი-ყველაზე სასურველი საქმრო მსოფლიოში 2013, 18 იანვარი, 13:40 ამერიკულმა გამომცემლობამ "Town&Country"-იმ შეადგინა 40 ცნობილი მამაკაცის სია, რომელთაგანაც უნდა გამოევლინათ ყველაზე სასურველი საქმრო მთელს მსოფლიოში. ვინ არიან ისინი, ყველაზე მომხიბვლელნი, წარმატებულნი და თავისუფალნი? პირველ ადგილზე აღმოჩნდა პრინცი ჰარი, პრინც უილიამსის უმცროსი ძმა. ყველაზე სკანდალური პრინცი ჰარი მართლაც, რომ იმსახურებს პირველ ადგილს. იგი ერთდროულად ახერხებს რომ ეფლირტავოს გოგონებს და მართოს ვერტმფრენი «Apache». გარდა ამისა მას უყვარს საღამოებზე გამოჩნდეს როგორც სახალისო კოსტიუმებში, ასევე მათ გარეშეც. პრინცი ჰარის გარდა მსოფლიოში არცთუ ბევრი ნამდვილი პრინციღა შემორჩა. რეიტინგში ასევე შევიდა ევროპის სამეფო დინასტიის 4 წარმომადგენელი: ფილიპოსი(პრინცი საბერძნეთის და დანიის), კარლ ფილიპი(შვედეთის პრინცი), ამედეო(ბელგიის პრინცი) და პიერ რენე სტეფანო კაზირაგი(მონაკოს პრინცი). ასეთ პრინცებზე ვინ იტყოდა უარს? მართლაც მომხიბვლელები, მიმზიდველები და წარმატებული პიროვნებები არიან. ცისფერსისხლიანთა გარდა, პლანეტის საუკეთესო საქმროთა სიაში შევიდნენ ასევე მსახიობები და მათი შვილები: ჯორჯ კლუნი, ჯეკ ნიკოლსონი, ბრაიან ფერის ოთხი ვაჟი, პატრიკ შვარცნეგერი და კლინტ ისტვუდის ვაჟი-სკოტი. 72 5-ს მოსწონს 1-ს არა
|