x
image
პრომეთე
გიორგი ვარდოსანიძე -,,რუსკა მაყაშვილს არ ეწყინოს,მაგრამ მე უკეთესი პრიზი შემხვდა''

image

















- 2013 წელი მსახიობ გიორგი ვარდოსანიძესა და მოცეკვავე სამოლე ჭაჭუასთვის იღბლიანად დაიწყო.პროექტსი “ცეკვავენ ვარსკვლავები'' - მართალია, ვერ გაიმარჯვეს ფინალში რუსკა მაყაშვილთან და ოთო ფოლადაშვილთან დამარცხდნენ, მაგრამ ამაზე გული საერთოდ არ სწყდებათ, განსაკუთრებით - გიორგის, რადგან თვლის, რომ თავის კონკურენტზე ბევრად კარგი პრიზი ხვდა წილად.სამთვიანი რეჟიმი გიორგისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა და ყოველგვარი დიეტის გარეშე 20 კილო დაიკლო.როგორც ამბობს, ნევროზიც აიკიდა, მაგრამ შედეგი ამად ღირდა.

- ახლა, როცა ემოციები უკვე ჩაცხრა, როგორ შეაფასებდით ამ პროექტში მონაწილეობას, რა მოგიტანათ ამ კონკურსმა?

- გიორგი: ძალიან დიდი და მაგარი გამოცდილება მივიღე.10 სამეჯლისო ცეკვა და 2 სხვა ცეკვა ვისწავლე, რამდენად კარგად გამომივიდა, სხვა თემაა, მაგრამ ხომ ვისწავლე?! - ამას გარდა, ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, პოპულარობას ვერ დავარქმევ, მაგრამ ხალხისგან მეტი სითბო და მხარდაჭერა ვიგრძენი.ეს არ მავიწყდება, ამ გრძნობას სულ თან ვატარებ.ხალხის მადლიერი ყოველთვის ვიქნები.მე და სალომეს მთელი ქვეყანა გვერდით გვედგა.

- სალომე: ამ პროექტმა მეც ბევრი კარგი რამ მომიტანა.პირველ რიგში, კიდევ ერთი გამოცდილება მივიღე, რადგან ირი სეზონია, რაც ამ კონკურსში ვმონაწილეობ.ხალხის მხრიდან სიყვარული და სითბო დავინახე.მიხარია, რომ ჩემი ამდენი წლის შრომა, ვარჯიში დაფასდა.

- სალომე, როგორი მოსწავლე და პარტნიორი იყო გიორგი?
-
სალომე: პროექტის დასაწყისში უფრო დამჯერი იყო.შუაში რაჭაც “გაჭედვები'' ჰქონდა, ალბათ იმიტომ, რომ მუხლი სტკიოდა, გაცივდა, თუმცა ყველაფერში ბოლომდე მომყვებოდა.დღეში ორჯერ ვვარჯიშობდით და ყველაზ მთავარი ის იყო, რომ გიორგის არაფერი ეზარებოდა.
გიორგი: აი, შუაში ყველაზე რთული პერიოდი მქონდა.ჩემი ორგანიზმი ისეთი გადაღლილი იყო, ორ მოძრაობას ვერ ვაბამდი.სულ ვწუწუნებდი, ნუ მთხოვ ისე, თითქოს მთელი ცხოვრებდა ამას ვცეკვავდი, შემიცოდე-მეთქი.სალომე, გაბრაზებული, ცალკე გადიოდა, მე აქეთ ცალკე ვიყავი, ვეუბნებოდი, თავი გამანებე, მაცადე-მეთქი!

- სალომე, მესამე სეზონში თუ მიიღებთ მონაწილეობას?
სალომე: მგონია, რომ ხალხს მოვბეზრდი.დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ მონაწილეობაას აღარ მივიღებ.


- გიორგი, თქვენი შეყვარებული ამ ორომტრიალში სად იყო?

- გიორგი: ჩემი მეგობრები, შეყვარებული, მშობლები ძალიან აქტიურები იყვნენ.ყოველთვის დარბაზში ისხდნენ, ბევრს ჟრიალებდნენ და ბოლოს ყელი სტკიოდათ.

3
2026
15-ს მოსწონს
ავტორი:პრომეთე
პრომეთე
2026
  
2013, 19 იანვარი, 21:24
სალომე მაყურებელს არასოდეს მობეზრდება რადგან ნამდვილი პროფესიონალია.ყველამ იცის რომ ცეკვა ძალიან რთულია.სალომემ ცეკვა პროფესიად მიიღო და ცეკვა შუა გზაში არ მიატოვა იმიტომ რომ მას ცეკვა უყვარს და არასდროს არ დაანებებს ცეკვას თავს..ამიტომ არ მობეზრდება არასოდეს სალომე მაყურებელს...
2013, 19 იანვარი, 14:22
არა სალომე რასამბობ შენ ხალხს არასდროს არ მობეზრდები დამიჯერე..და შენ თუ მონაწილეობას აგარ მიიგებ ბევრი აღაც უყურებს ცეკვავენ ვარსკვლავებს და ბრალოდ აზრი დაეკარგება ცეკვავენ ვარსკვლავებს...შენ საუკეთესო ხარ
2013, 18 იანვარი, 20:42
მეც ეგრე ვთქვი
0 1 3