სისხლის სამართალი სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოძიება სრულდება 2013, 18 იანვარი, 10:54 სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიება სრულდება. აღნიშნულის თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მე-9 არხის პირდაპირ ეთერში, ეკა ბერიძის საავტორო გადაცემაში განაცხადა. მინისტრის თქმით, გამოძიება მალე დასრულდება და საქმეზე საზოგადოება სიმართლეს მალე გაიგებს. წულუკიანის განმარტებით, იყო 10 დღიანი პერიოდი, როცა გამოძიება წინ ვერ მიდიოდა, თუმცა ახლა ყველაფერი დასასრულისკენ მიდის. მინისტრმა ცალკე გამოყო საქმის გამომძიებელი პირის მაღალი პროფესიონალიზმი. წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ ის სრულად ასრულებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე აღებულ ვალდებულებას და დაზარალებულის უფლებამონაცვლეს პერიოდულად აწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. 88 4-ს მოსწონს
|