x
image
ლიკა ხუბუა
ეს ის ბავშვობაა,სადაც ჩვენ ვპოულობთ ერთმანეთს...
მეგობრობა

მახსოვს ღიმილიანი სახე, რომელსაც

წლები ვერ დააკლებს ვერაფერს...

კიდევ ბევრი ღიმილები მახსოვს...


ეს ის ბავშვობაა, სადაც ჩვენ ვპოულობთ ერთმანეთს...

მერე წლები გადის და დგება მომენტები, როცა ცხოვრება არ გიტოვებს შანსს, როცა ეძებ სიმარტოვეს, რომელიც გგონია, რომ გიშველის, ყოველთვის გამოჩნდება ის, ერთი ადამიანი, რომელიც გაიძულებს იყო მასთან, რომ არ იყო მარტო საკუთარ თავთან...

ის უთქმელად გაგიგებს და ყოველთვის გეტყვის სიმართლეს, რომ იყო ფხიზლად...ალბათ, ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება მეგობრობაზე, მაგრამ არ მსურს ავხსნა სიტყვის მნიშვნელობა...

მინდა დავაფასო სიტუაციები...მინდა დავაფასო ერთი დღე...

ასეთი ერთი დღე, ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება, როცა გგონია, რომ ვერავინ და ვერაფერი გიშველის.როცა საკუთარი თავის არსებობაც არ გსურს.როცა გგონია, რომ ამით სიცოცხლე მთვარდება...არ გაგონდება არავინ და არაფერი...ფიქრები უფრო გირევს ტვინს, გრძნობები გეცლება არსებიდან.გინდა დაიძინო და არ გაგეღვიძოს...

ამ დროს, ერთი ადამიანი გახსენდება, მხოლოდ ის და არავინ სხვა...

ფიქრობ:-ვუთხრა თუ არა?

რა თქმა უნდა, სხვა ვინ თუ არა ის???

ერთადერთი იმედი, რომელიც ძალას შეგმატებს და გაიძულებს არ მოკვდე...

ეს მეტია ვიდრე მეგობრობა, ეს მეტია ვიდრე ურთიერთობა, ეს ყველაფერზე მეტია...

გატეხილი ოცნებები, დაკარგული იმედი და შიში, რომელიც გავიწყებს

სხვას ყველაფერს...გგონია, რომ გამოსავალი აღარ არსებობს...

და გამოჩნდება გამოწვდილი ხელი, რომელიც წამოგაყენებს...

აცნობიერებ ამას და წამიც არ გინდა დაკარგო...

გინდა გაიქცე დროზე და უთხრა შენი სევდიანი თვალებით:

-დამეხმარე!

დრო გადის და ტკივილები მიიძინებს, სიცარიელეს გავიწყებს მომენტები და გრძნობ სიამაყეს, რომ შენ ეს გადალახე არა მარტო, არამედ მეგობართან ერთად...

ლამაზი დღეები ბევრია, ფერადი ფანქრებით მოხატული წამები,

სადაც ჩვენ ვიყავით ერთად... სიამაყე კი მეტია, როცა გადავარჩენთ ერთმანეთს...

0
25
6-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ხუბუა
ლიკა ხუბუა
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0