პარამეცნიერებები როგორ ადამიანთან ურთიერთობა გვაცლის ენერგიას 2013, 17 იანვარი, 1:34 ბევრჯერ შეგვინიშნავს, რომ ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობა გვსიამოვნებს, გვახალისებს, ზოგი კი ძალას გვაცლის და გვფიტავს.როგორ გავარჩიოთ ეს ადამიანები და როგორ დავიცვათ თავი მათგან?
ადამიანი ძირითადად კოსმიური და მიწიერი ენერგიებით იკვებება.ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ არ ჰყოფნის, იწყებს მსხვერპლის ძებნას. შესაძლოა ეს მსხვერპლი უახლოესი ადამიანიც აღმოჩნდეს, ამიტომ თავის დაცვა შეიძლება ახლობელი ადამიანებისგანაც მოგიწიოთ.
სამყაროში ყველა ცოცხალ ორგანიზმს თავისი ენერგია აქვს. როცა ადამიანს არ ჰყოფნის საკუთარი ენერგია, ამ დროს ირთვება ენერგიის ქვეცნობიერად მიღების კოდი. ადამიანი ხდება ენერგოვამპირი და ცდილობს იპოვოს ენერგოდონორი, თუნდაც უახლოეს გარემოცვაში.
ენერგოვამპირები 2 ტიპის არსებობს: მზისა და მთვარის. მთვარის არ არის საშიში, ის ნაკლებად აგრესიულია. მზის კი აგრესიულია და ეს ერთი შეხედვითაც შეიმჩნევა. ის არ მალავს თავის აგრესიას, ცდილობს თავისი აზრები თავს მოახვიოს საზოგადოებას. არის ეგოისტი და ამავდროულად კარგი ორატორი. ის ლაპარაკით იჭერს მსხვერპლს და იწყებს მისგან ენერგიის გამოწოვას.
მთვარის ტიპის ენერგოვამპირი პირველისგან სრულად განსხვავდება. ის სულ უკმაყოფილოა, გამუდმებით წუწუნებს ბედზე. ხშირად ლაპარაკობს თავის პრობლემებზე. ის მონოტონურად აცლის ადამიანს ენერგიას და ამ ენერგიით თავად იკვებება. თუ მათ დროზე არ გავეცლებით, შეიძლება იმდენი ენერგია "გამოქაჩოს", რომ ცუდად გავხდეთ. არ მიაქციოთ მის სიტყვებს ყურადღება, გულთან ახლოს არ მიიტანოთ მოსაუბრის სიტყვები, ან თქვენ ილაპარაკეთ უფრო მეტი. არასოდეს თქვათ, რომ ბედი არ გაქვთ. ამით საკუთარ თავსაც თვალავთ და ვამპირისთვისაც იოლად მისაღწევი ხდებით. წარუმატებელი ადამიანი არ არსებობს, ყველას შეუძლია თავის თავს დაეხმაროს, გახდეს იღბლიანი. ფხიზელი თვალით უყურეთ სამყაროს და ყველა მინიშნებას თვითონ მიხვდებით. 974 10-ს მოსწონს 2-ს არა
|