სხვა ხორცი - სექსის სანაცვლოდ 2013, 17 იანვარი, 0:37
გერმანიის მაქს პლანის სახელობის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა, რომლებიც მაიმუნების საქციელს სწავლობდნენ კოტ დიუარში მრავალი ასეთი ფაქტი აღწერეს. "პროტეინებით მდიდარ ხორცს დიდი მნიშვნელობა აქვს შიმპანზესთვის. რადგან მდედრი შიმპანზეები იშვიათად ნადირობენ, ხორცსაც იშვიათად ჭამენ. თუმცა, "გარიგების" შედეგად მამრებისგან იღებენ მას, შესაბამისად კი, მამრები სქესობრივი კონტაქტების რიცხვს ზრდიან". გაირკვა, რომ გარიგება სხვადასხვანაირად ხდება, მაიმუნებმა შეიძლება სქესობრივი კავშირი ხორცით გამასპინძლების შემდეგ, მაშინვე ან მოგვიანებით დაამყარონ, მაგალითად, რამდენიმე დღის შემდეგ. მამრები, რომლებიც ხშირად უყოფენ მდედრებს თავიანთ ნანადირევს, ორჯერ უფრო ხშირად ამყარებენ სქესობრივ კავშირს, ვიდრე მათი ძუნწი ნათესავები. საინტერესოა, რომ "თუ შიმპანზე ნანადირევს ერთ მდედრს უყოფს, მათი სქესობრივი კავშირი ორმადგება, რითაც იზრდება ამ მდედრისგან შთამომავლობის მიღების ალბათობა", - აღნიშნავს სწავლული. თუმცა, მისივე აზრით, მდედრების მოქმედება, რომლებიც სექსუალურ მომსახურებას მამრებს ხორცის სანაცვლოდ სთავაზობენ, შეიძლება პროსტიტუციას გავუთანაბროთ. კვლევების ამ შედეგმა კი, შეიძლება, ადამიანის ევოლუციის შესახებ დამეტებითI ინფორმაცია მოგვცეს. 25 3-ს მოსწონს
|