მოგზაურობა საუკეთესო სასტუმრო მსოფლიოში (+საოცარი სურათები) 2013, 16 იანვარი, 21:06 ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Conrad Maldives Rangali Island ეს არის უპრეცენდენტო კომფორტი და დაუვიწყარი დასვენება მალდივის კუნძულებზე. სასტუმრო გაშენებულია 2 კუნძულზე და გარშემოხტყმულია ზურმუხტისფერი ზღვით და თვალისმომჭრელი კორალის რიფებით. მას 2-ჯერ მიანიჭეს ტიტული "მსოფლიოს საუკეთესო სასტომრო", ხოლო რამდენჯერმე ტიტული "საუკეთესო კურორტი".
სასტუმროს ყველაზე საოცარი ადგილი არის რესტორანი Ithaa Undersea, რომელიც წყლის ქვეშ 5 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. ეს მსოფლიოში პირველი მინის წყალქვეშა რესტორანია, რომელიც დამატებით ფასად შეიძლება ერთი ღამით იქირაო და ცალკე რომანტიულ ნომრად აქციო.
სასტომრო შედგება 50 ფეშენებელური ვილისაგან, რომლებიც წყალზე მდებარეობს, 79 ეკზოტიკური ბუნგალოსა და 21 ზღაპრული სპა-ვილისაგან, რომელთაც აქვთ ცალკე ოთახი სპა პროცედურებისათვის.
სასტუმრო Conrad Maldives Rangali Island-ის ტერიტორიაზე განლაგებულია 7 მსოფლიო დონის რესტორანი და 4 ბარი.
ეს სასტუმრო ნამდვილი ზღაპარია. 710 2-ს მოსწონს
|