შოუბიზნესი "თიკო სადუნიშვილი ალინა და გიორგი არველაძეების ჯამბაზია!" (+ბევრი უცნობი ფოტო, რაც აქამდე არ გინახავთ) 2013, 15 იანვარი, 20:35 თიკო სადუნიშვილი ტელეკომპანია "იმედის" პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" თანაწამყვანი გახლდათ, საქართველომ კი ის გადაცემა "თბილისი ლაივის" წყალობით გაიცნო. ეპატაჟური და სკანდალური ტელეწამყვანი ხშირად ყურადღების ცენტრშია. როგორც ამ ცხოვრებასა და ქართულ შოუბიზნესს სჩვევია, მას მტერიც უხვად ჰყავს და მოყვარეც. თიკო იმედის ყოფილი გენდირექტორისა და პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროდიუსერის ალინა არველაძის ახლო მეგბარია. თიკო წლების მანძილზე ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილთანაც მეგობრობდა, სამწუხაროდ მათ ერთმანეთი პოლიტიკის გამო დაკარგეს. სალომეს თქმით, ის პოლიტიკური სიმპათიების გამო გამოუშვეს "იმედიდან", თიკო კი ტანსაცმლიდან ამოვარდა, ოღონდ კი არველაძეები დაეცვაო. "პრინციპში, გასაგები იყო მისი პოზიცია, რომ არა ალინა, თიკო სადუნიშვილი არავის ახსოვდა. ვანო ჯავახიშვილი ხომ ხუმრობს, რომ არის წინა მთავრობის ჯამბაზი, თიკო სადუნიშვილი კი ალინა და გიორგი არველაძების ჯამბაზია! ალინა რომ "იმედიდან" წავა, ძალიან საინტერესო იქნება სადუნიშვილის ბედ-იღბალი. ალბათ სატელევიზიო სივრცეში მის მიმართ დაინტერესება ნულის ტოლი იქნება. ეკრანზე "იაზვობისა" და "სტერვობის" გარდა არაფერს ტოვებს. თიკოსთან მუდამ კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ, როდესაც დავინახე, რომ გონზე არ იყო და პროვოკაციაზე წავიდა სამსახურის შესანარჩუნებლად, ასეთ რამეს თიკოს კი არა, ბავშვობის მეგობარსაც კი არ დავუთმობდი"-აი ამ სიტყვებით შეამკო თიკო სადუნიშვილი ყოფილმა დაქალმა, სალომე გოგიაშვილმა. თიკოს უიღბლო ქორწინებიდან ჰყავს ერთი ვაჟი დათი, რომელიც ძალიან უყვარს. პ.ს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, გული მიგრძნობს სკანდალები არ აგვცდება. 14302 18-ს მოსწონს 5-ს არა
|