შოუბიზნესი სალომე ქათამაძე თუ ნინი ცნობილაძე 2013, 15 იანვარი, 17:50 პროექტი "ახალი ხმა" უკვე დასრულდა ძველით ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს. როგორც ყველამ ვიცით, პროექტში გაიმარჯვა სალომე ქათამაძემ. ამ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებ სწორედ სალომეზე და მის ყველაზე დიდ კონკურენტ ნინი ცნობილაძეზე. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ორივე ძალიან კარგი მომღერლები არიან, ორივეს უდიდესი ტალანტი და მუსიკალური მონაცემები აქვთ. ნინი ცნობილაძე გამოირჩევა თავისებური, უნიკალური ხმის ტემბრით, რომელიც უცხო არის საქართველოსთვის და ამიტომაც მარტივად შეიძლება ვუწოდოთ მას საქართველოში "ახალი ხმა", ნინის ნამღერ სიმღრებს შორის ყველაზე საუკეთესო იყო "Killing me softly", ხმის ტემბრი ძალიან კარგად შეუსაბამა მუსიკას.
რაც შეეხება სალომეს, მას აქვს უძლიერესი, ბუნებრივი და კარგად დამუშავებული ხმა, სწორედ ამიტომ იყო, რომ მისი ყველა ნამღერი საუკეთესო იყო, მე პირადად არ შემიძლია გამოვყო რომელიმე, ყველა იყო უნიკალურად შესრულებული.
ორივე მომღერალი მუსიკას ძალიან კარგად გრძნობს, ორივეს აქვს უნიკალური სმენა, მუსიკისა და რითმის შეგრძნება. რაც შეეხება კითხვას ნინი ცნობილაძე თუ სალომე ქათამაძე, ქართველმა ხალხმა უკვე გასცა პასუხი ამ კითხვას და გამარჯვებულად სალომე ქათამაძე მოგვევლინა, თუმცა საზოგადოებაში კიდევ ბჭობენ ამ საკითხზე.
P.S სტატიის ავტორის თხოვნა იქნება, რომ ვისაც დრო გაქვთ დააკომენტაროთ თქვენი შეხედულებები ამ ორ უნიკალურ მომღერალთან დაკავშრებით. 107 3-ს მოსწონს 1-ს არა
|