x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138946
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
რა სუნი უდის სიკვდილს?
imageამერიკელმა ქიმიკოსებმა გამოარკვიეს, "რა სუნი უდის" სიკვდილს. მოხსენება იმ ნივთერებების ანალიზის შესახებ, რომლებიც გვამის სუნის შემადგენლობაში შედის, ამერიკის ქიმიური საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს.

გამოკვლევებისთვის სწავლულებმა ღორები გამოიყენეს. მკვდარ ცხოველებს სპეციალურად შექმნილ მოწყობილობაში სუნების დაგროვებისთვის ათავსებდნენ, სადაც შენახვის სხვადასხვა პირობების იმიტაცია ხდებოდა. სუნების ანალიზი კვირის განმავლობაში ყოველ 6-12 საათში ხდებოდა.

გამოყოფილი სუნის ანალიზმა აჩვენა, რომ სიკვდილის შემდეგ პირველი სამი დღის განმავლობაში ინდოლის შენაერთი დომინირებდა, მეოთხე დღეს სწავლულებმა გვამის სუნის შემადგენლობაში აღმოაჩინეს ინდოლი და პუტრესცინი - ნივთიერება, რომელიც ცილების დაშლის დროს წარმოიქმნება.

მკვლევარ დენ საიკსის აზრით, მოცემული სამუშაო სწავლულებს სპეციალური მოწყობილობის შექმნაში დაეხმარება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ჰაერის შემადგენლობის ქიმიური ანალიზის ჩატარება.ეს მოწყობილობა დიდ გამოყენებას კრიმინალისტიკაში პოვებს როგორც გვამების აღმოსაჩენად, ისე საველე პირობებში სიკვდილის დროის განსაზღვრისთვის.


ქიმიკოსები კვლავ განაგრძობენ კვლევებს, ცვლიან გარემოს პარამეტრებს გვამების სუნის გამოყოფის სრული სურათის შესაქმნელად. ამის შემდეგ კი ინჟინრები გვამების აღმოჩენის პორტატული აპარატის შექმნაზე იმუშავებენ.

0
755
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
755
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0