x
image
bekanare
ანეკდოტები
imageმიხოს თავისი შვილი ეკითხება:
– მამი, მამი, გველები როგორ ლაპარაკობენ?
მიხომ ცოლს გადახედა:
– დედაკაცო, ხმა ამაიღე, ბალღს აინტერესებს!



ქელეხში იგეთი ცხელი ხაშლამა შამაიტანეს 10 წუთი ბურუსი იდგა.



ექიმი ეკითხება პაციენტს:
– რა გაწუხებთ?
– ჯობია იმას გეტყვით რაც არ მაწუხებს, უფრო მალე ჩამოვთვლი.


სვანმა გაზეთში წაიკითხა: “მარტორქა ტონა-ნახევარს იწონისო” და გაიფიქრა: “მარტო რქა ტონა-ნახევარს იწონის და წარმოგიდგენიათ, ტანით რამხელა იქნებაო?!”



კახეთში სათამაშოების მაღაზიაში გასაყიდად გამოტანილ სათამაშო ზებრას ეწერა: “მეზღვაური ვირი”.


მარო გვიან დაბრუნდა შინ. მიხომ გაბრაზებით ჰკითხა:
– ამბავი მამიტანეს, მარო შალიკომ ტყეში შეიტყუა და ისიც სუ ტუსტუსით გაჰყვაო, მართალია?
– უიმეეე! რა უნამუსო და ჭორიანია ზოგი ადამიანი! სად არი, ქა, იქა ტყე?! ერთი გაქუცული, ტოტებდალეწილი მუხა დგას!


– მიდი, შვილო, მარო ბაბოსთანა, რამე გასახარელი უთხარი, ფინთათაა მაგის საქმე.
– მარო ბაბო! პანაშვიდზე „ქართულმა ხმებმა“ რო გიმღეროი, გეგეხარდებაა?



ქმარი ცოლს:
– ძვირფასო, ხო გამიმხელ ამ ნამცხვრის რეცეპტს? ჩემი აზრით, შენი მეთოდი დიდ რევოლუციას მოახდენს გაჯის წარმოებაში.

0
295
6-ს მოსწონს
ავტორი:bekanare
bekanare
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0