ანეკდოტები ანეკდოტები 2013, 14 იანვარი, 21:04 მიხოს თავისი შვილი ეკითხება: – მამი, მამი, გველები როგორ ლაპარაკობენ? მიხომ ცოლს გადახედა: – დედაკაცო, ხმა ამაიღე, ბალღს აინტერესებს! ქელეხში იგეთი ცხელი ხაშლამა შამაიტანეს 10 წუთი ბურუსი იდგა. ექიმი ეკითხება პაციენტს: – რა გაწუხებთ? – ჯობია იმას გეტყვით რაც არ მაწუხებს, უფრო მალე ჩამოვთვლი. სვანმა გაზეთში წაიკითხა: “მარტორქა ტონა-ნახევარს იწონისო” და გაიფიქრა: “მარტო რქა ტონა-ნახევარს იწონის და წარმოგიდგენიათ, ტანით რამხელა იქნებაო?!” კახეთში სათამაშოების მაღაზიაში გასაყიდად გამოტანილ სათამაშო ზებრას ეწერა: “მეზღვაური ვირი”. მარო გვიან დაბრუნდა შინ. მიხომ გაბრაზებით ჰკითხა: – ამბავი მამიტანეს, მარო შალიკომ ტყეში შეიტყუა და ისიც სუ ტუსტუსით გაჰყვაო, მართალია? – უიმეეე! რა უნამუსო და ჭორიანია ზოგი ადამიანი! სად არი, ქა, იქა ტყე?! ერთი გაქუცული, ტოტებდალეწილი მუხა დგას! – მიდი, შვილო, მარო ბაბოსთანა, რამე გასახარელი უთხარი, ფინთათაა მაგის საქმე. – მარო ბაბო! პანაშვიდზე „ქართულმა ხმებმა“ რო გიმღეროი, გეგეხარდებაა? ქმარი ცოლს: – ძვირფასო, ხო გამიმხელ ამ ნამცხვრის რეცეპტს? ჩემი აზრით, შენი მეთოდი დიდ რევოლუციას მოახდენს გაჯის წარმოებაში. 297 6-ს მოსწონს
|