x
image
გალაქტიონი
არასდროს გააკეთოთ სიყვარულში!

image

ამ ფაქტს ხშირად იყენებენ მამრობითი სქესის წარმომადგენლები სიყვარულის დროს და სანამ შენ ახლობელს არ გაუკეთებენ ვერასდროს ვერ განსჯი რა ხდება ამ დროს მის გულში. ამ დროს შენ გგონია რომ თავს უფრო მოაწონებ და შეაცოდებ, მაგრამ ამ დროს ის იტანჯება და ნერვიულობს შენზე. ათენებს ღამეებს, ესიზმრება სიზმრები რომლებიც ბევრად ცუდად ხდიან და ათასგვარ კოშმარს ხედავს სიზმარში.

უფრო ზუსტად და გასაგებად რომ ვთქვა ამ ფაქტს "თავის შეცოდება" ეწოდება. როდესაც ბიჭის ნათესავები ან მეგობრები, ან თვითონ ბიჭი - ატყობინებს გოგოს რომ შეემთხვა ან ავტოავარია, ან მძიმედ არის დაავადებული, ან ჩხუბში მოუვიდა რაღაც, ან საავადმყოფოში კომაშია და ასე შემდეგ. ჩვენ გვგონია რომ ამით გოგოს უფრო შევაყვარებთ თავს და უფრო მეტს იფიქრებს ჩვენზე. დიახ ეს ესეც ხდება, მაგრამ ღირს ურთიერთობაში უფრო წინ წაწევის მიზნით მანდილოსნისთვის რომელიც ღმერთმა იმიტომ გააჩინა, რომ ჩვენ ცხოვრებაში გვყავდეს მეგზური, სულ არაფრის გამო ასეთი ნერვიულობის მინიჭება? ამას არ ჯობია მოუწყო რომანტიული სიურპრიზი? მიართვა ვარდები? დაუწერო ლექსი? დაპატიჟო სადმე? გაუხალისო ცხოვრება და არა პირიქით გაუნერვიულო მას?

ყველას გთხოვთ ვისაც გიყვართ ან გინდათ რომ გიყვარდეთ, სანამ ურთიერთობაში მსგავს ნაბიჯს გადადგამთ დაფიქრდეთ, გაანალიზოთ და ისე გააკეთოთ. იფიქრეთ კარგზე და არა ცუდზე, ერთხელ ვცხოვრობთ და ერთხელ ცხოვრობენ, ნუ შევეცდებით ჩვენი ცხოვრების მეგზურის მსგავსი საქციელით მოპოვებას.

3
356
4-ს მოსწონს
ავტორი:გალაქტიონი
გალაქტიონი
356
  
2013, 20 იანვარი, 11:32
არა მგონია ზოგიერთს შეგნება საერთოდ გააჩნდეს...მაგრად მეზიზღება ასეთი რაღაცეები თუ ადამიანს შევატყვე შემძულდება და სხვა არაფერი
2013, 17 იანვარი, 20:54
ზოგს წაკითხვაც არ უშველის, შეგნების დონეზე თუ არ დაიყვანეს
2013, 17 იანვარი, 20:06
ნეტა ეგ ზოგიერთ ჩემს ნაცნობს წაეკითხა რა
0 1 3