x
image
გალაქტიონი
როგორ მოვხიბლოთ გოგო?

image


ჯერ სათაურით დავიწყებ, გოგო კი არ უნდა "დავკეროთ" როგორც თანამედროვეობაშია ახალგაზრდების მიერ მიღებული, არამედ უნდა მოვხიბლოთ: ერთი მხვრივ ეს ტერმინი ბევრად ლამაზია, ხოლო მეორე მხვრივ ქალების მიმართ ყველა სიტყვა პატივისცემით უნდა იყო გაჟღერებული. ახლა კი გთავაზობთ დიალოგს სადაც ერთი ყმაწვილი ლამაზი ქალბატონის მოხიბლვას ცდილობს:

-გამარჯობათ!

-გამარჯობათ!


-შორიდან გიყურებდით და რომ არ მეთქვა ალბათ მომავალი თვეები ვერ დავიძინებდი, რომ არ მოვედი და არ გითხარით ჩემი სათქმელი. ცხოვრებაში უამრავ გოგოსთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ თქვენისთანა ლამაზი ერთეულია. მინდა ავღნიშნო რომ რაღაცნაირ ბუნებრივ სილამაზეს ფლობთ: თქვენი თვალები თაფლზე უფრო გემრიელია შესახედად, თქვენი სახე ღმერთის მიერაა თითქოსდა სპეციალურად დახატული, თქვენი თმები კი აბრეშუმზე უფრო ძვირფასს ძაფს გავს რომელთან მიმართებაში გიჩნდება სურვილი ხელით შეეხო და არ გაუშვა არასოდეს, თქვენს ტუჩებს რომელსაც საერთოდ არ სცხია პომადა გეგონებათ რომ ანგელოზების მიერაა წითლად გამოქარგული, ხოლო თქვენ მთლიანად მე ვერ შეგადარეთ ვერაფერს რადგან თვით სრულყოფილება ბრძანდებით და ამ სრულყოფილებას პირიქით უნდა ადარებდნენ სხვებს.

-სიმართლე გითხრათ გავწითლდი, ძალიან დიდი მადლობა ასეთი კომპლიმენტისთვის, არ ვიცი რა გითხრათ.

-თქვენი სახელი მითხარით ეგეც დამაკმაყოფილებს

-მანანა

-აი არ შევმცდარვარ, თუ იცით თქვენი სახელი სიტყვა-სიტყვით ცით მოვლენილს ნიშნავს.

-არა არ ვიცოდი, თქვენი სახელი?

-მე?, თქვენი აზრით?

-რავი ალბათ რაიმე საყოველთაო სახელი: გიორგი, ლუკა ან დათო

-არა მე გალაქტიონი მქვია

-ლექსებს ხომ არ წერთ?

(გაგრძელება იქნება)...

1
1804
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გალაქტიონი
გალაქტიონი
1804
  
2014, 8 ივლისი, 13:34
გაამართლებდა 2 საუკუნის წინ რო ვცხოვრობდეთ
0 1 1