x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138946
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
მამაკაცს ქალთან ჩხუბის შემდეგ პენისის მიკერება დასჭირდა
image სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრებ ქალბატონს პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ იგი ცდილობდა, ჯერ მოეგლიჯა, ხოლო შემდეგ ბლაგვი დანით მოეჭრა პენისი მეზობელი კაცისთვის. 44 წლის ვიოლეტ ჰორსბანს წაუყენეს მძიმე ბრალდება. ინციდენტი ახლახანს მოხდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვიოლეტას 22 წლის შვილს, მენის, წაქცეული, დამფრთხალი მეზობელი ხელით ეკავა, სანამ გააფთრებული დედა თავის საქმეს აკეთებდა.

გამოძიებამ ახალგაზრდა მამაკაცსაც წაუყენა ბრალდება დანაშაულში თანამოზიარობისთვის, მაგრამ მალევე მოუხსნა.

ქალბატონმა ჰორსბანმა მსხვერპლს დანით ოთხი ჭრილობა მიაყენა, მაგრამ საბოლოოდ სასქესო ასოს ამპუტაცია ვერ მოახერხა, რადგან დანა მეტისმეტად ბლაგვი აღმოჩნდა. ქალის თავდასხმა მოჰყვა გაშმაგებულ კამათს, რომელიც მეზობლებს შორის გაიმართა ქალაქგარეთ, სააგარაკო ნაკვეთებზე. კამათის მიზეზი უცნობია.


დაზარალებულმა ითხოვა, რომ სასამართლო პროცესზე მისი გვარი არ დასახელებულიყო. მომხდარის შემდეგ ის საავადმყოფოსკენ გაემართა, სადაც საბრალოს პენისზე ნაკერები დაადეს, ხოლო მეზობელი ქალბატონი, რომლის აგრესიაც რატომღაც სასქესო ორგანოს დაატყდა თავს, ერთ წელს ციხეში გაატარებს.

0
130
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0