სიახლეები მიოკარდიუმის ინფაქტს ნერწყვის საშუალებით გამოავლენენ. 2013, 12 იანვარი, 18:17 ტეხასის უნივსტეტის (აშშ) მეცნიერებმა აღმოაჩინეს მიოკარდიუმის ინფაქტის დიაგნოსტიკის ახალი არაინვაზიური ხერხი. სპეციალური მიკროსქემა სადიაგოსტიკო მასალად იყენება ნერწყვს. გამოკვლევის შედეგის მიღება 15 წუთის შემდეგაა შესაძლებელი. მიოკარდიუმის ინფაქტი განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. როგორც წესი, ინფაქტის მქონე პაციენტები გულმკერდის არეში ინტერსიურ მწვავე ტკივილს უჩივიან, თუმცა ზოგიერთ პაციენტს აღენიშნები უტკივილო ფორმა, რომლის დროსაც ინფაქტს შესაძლოა სტანდარტული კლინიკური სურათი არ ახლდეს. ამ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციამდე გულ-სისხლძარღვთა დარღვევების აღმოჩენა მნიშვნელოვნად გართულებულია და ავამტყოფები ვერ იღებენ დროულ აუცილებელ სამედიცინო დახმარებას. ახალი ტესტის საშუალებით მიოკარდიუმის ინფაქტის დიაგნოსტიკა უფრო სწრაფი და ზუსტი გახდება. ამერიკელმა მკვლევარები ვარაუდობენ, რომ გარკვეული ცილები, რომელთა მომატებული შემცველობა სისხლის პლაზმაში მიგვანიშნებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებაზე, პაციენტის ნერწყვსიცაა. მოლეკულულ დონეზე დაპროგრამებული ახალი აპარატისკომპონენტები საზღვრავს ნერწყვში 32 ცილის არსებობას. ახალი აღმოჩენის ეფექტურობა დაადასტურა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობდა მიოკარდიუმის ინფაქტის მქონე 56 პაციენტი და 59 ჯამთელი ადამიანი ექსპერიმენტის შედეგების თანახმად, ნერწყვში ინფაქტის ცილა-მარკერების კონცეტრაცია მომატებული იყო ინფარქტგადატანილთა ჯგუფში, ჯამთელი ადამიანების ჯგუფში კი ნორმის ფარგლებში რჩებოდა. დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი ხელმისაწვდომი იქნება არასტაციონალურ პირობებში, ანალიზის შედეგების მიღება კი ადგილზევე იქნება შესაძლებელი. 90 1-ს მოსწონს
|