ცომეული რეცეპტი თამრიკო ჭოხონელიძისაგან 2013, 11 იანვარი, 14:46 ![]() ცომს ვაგუნდავებ. ერთ გუნდას ვაბრტყელებთ და შიგნით ვდებთ გუნდის ტოლ ყველს. ხაჭაპურის საიდუმლო სწორედ ეს არის – ყველი არ უნდა დაიშუროთ. ყველიანი გაბრტყელებული გუნდა დადეთ ცხელ ტაფაზე, გამოცხობის დროს ტაფას თავსახური არ დააფაროთ. ხაჭაპური მხოლოდ მაშინ ამოატრიალეთ, როდესაც ზედა მხარე შეშრება(ეს იმას ნიშნავს, რომ ქვედა მხარე გამომცხვარია). ორივე მხრიდან გამომცხვარი ხაჭაპური უკვე მზად არის და მიიტანეთ სუფრაზე. ამ მასალით 4–5 ხაჭაპურს გამოაცხობთ. შემდეგში სხვა ცნობილი ქალბატონების რეცეპტებსაც შემოგთავაზებთ, მანამდე კი გამოაცხვეთ ხაჭაპური თამრიკო ჭოხოელიძის რეცეპტით და გემრიელად მიირთვით. 6147 5-ს მოსწონს
|