x
image
mishoo122
შსს-ს პასუხი პრეზიდენტს

"მათ შორის არიან სიგარეტისა და ჯართის კონტრაბანდაში გასვრილი ადამიანები. ისინი დაბრუნდნენ სამართალდამცავ ორგანოებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში. მაგალითად, სამეგრელოს ერთ-ერთ
რაიონში პოლიციის უფროსად დანიშნეს შევარდნაძის დროინდელი კადრი, მეტსახელად "ყულაბა". დაბრუნდა ხალხი, რომელსაც შევარდნაძის დროს გადახდილიჰქონდა ფული თანამდებობებზე დანიშვნაზე, შემდეგ გაიყარნენ, ახლა კი მასობრივად დაბრუნდნენ უკან. სამწუხაროდ, დაფიქსირდა პატრულის მიერ ქრთამისაღების პირველი შემთხვევები" - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, საკრებულოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

რამოდენიმე საათში ამ განცხადებას მოყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი რომელსაც უცვლელად გთავაზობთimage

"პირველ რიგში, გვსურს განვაცხადოთ, რომ დღემდე პატრულის მიერ ქრთამის აღების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.


შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოების წარმომადგენლებს, მთავრობის წევრებს, საპარლამენტო უმრავლესობას, უმცირესობას, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომ თუ კი რაიმე მსგავსი ფაქტი იქნება დაფიქსირებული, დაუყოვნებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ნომრებზე: 241 88 24, 241 88 81 და პირადადმინისტრს.



მინისტრის ბრძანებით, იანვრის ბოლოს ამოქმედდება ცხელი ხაზი და ყველა მოქალაქეს შეეძლება, 24 საათის განმავლობაში, შეუფერხებლად მიაწოდოს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებისმიერი თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ.

მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის პრეზიდენტს, თავი შეიკავონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების რეპუტაციის შემლახავი განცხადებების გაკეთებისგან, ვინაიდან კონკრეტული ფაქტების მოყვანის გარეშე, ამგვარი განცხადებები ემსახურება პოლიციისა და, მთლიანად, სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

აქვე განვმარტავთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს არცერთი რაიონის პოლიციის უფროსად არ დანიშნულა თანამშრომელი ზედმეტსახელად „ყულაბა". "


ასევე გთავაზობთ "9 არხის" სიუჟეტს

0
37
3-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:mishoo122
mishoo122
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0