პოეზია დე,დაგელოდები ზეცამდე... 2013, 10 იანვარი, 18:38 შენს გულისძგერას დავითვლი დე, პირველ წამიდან შეგიყვარე, რაც გამომიგონე... შენს ღიმილებს დავითვლი დე, წავალ ოღონდ შენ არ ამიტირდე... გული გეტკინა ვიცი დე, არ მიცოცხლია და უკვე უნდა მოგიკვდე... ცრემლებს შეგიმშრალებ დე, მაპატიე, უნებლიედ, რომ გესტუმრე... დღეს გამიშვი დე?! ოდესმე იქნებ დაგიბრუნდე... გეტკინა დე? სული დამძიმდა დე? დაგელოდები, დაგელოდები, ზეცამდე... 150 6-ს მოსწონს
|