x
image
ლიკა ხუბუა
დე,დაგელოდები ზეცამდე...
image



შენს გულისძგერას დავითვლი დე,

პირველ წამიდან შეგიყვარე,

რაც გამომიგონე...


შენს ღიმილებს დავითვლი დე,

წავალ ოღონდ შენ არ ამიტირდე...

გული გეტკინა ვიცი დე,

არ მიცოცხლია და უკვე უნდა მოგიკვდე...

ცრემლებს შეგიმშრალებ დე,

მაპატიე,

უნებლიედ, რომ გესტუმრე...

დღეს გამიშვი დე?!

ოდესმე იქნებ დაგიბრუნდე...

გეტკინა დე?

სული დამძიმდა დე?


დაგელოდები,

დაგელოდები,

ზეცამდე...



image

0
150
6-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ხუბუა
ლიკა ხუბუა
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0