შოუბიზნესი ვარსკვლავური საჯდომი ანუ ვისი აჯობებს 2013, 10 იანვარი, 18:07 გარეგნობა, იმიჯი, სტილი - ცნობილი ადამიანებისათვის ფაქტობრივად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. ამ ყველაფრის გარეშე წარმატების მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ თუ გინდა დიდი პოპულარობით სარგებლობდე, ყველა ჟურნალ-გაზეთის ყდაზე იყო გამოჭიმული და ყვითელი პრესა თუ ტელევიზია გამუდმებით შენზე საუბრობდეს, მაშინ აუცილებლად გჭირდება რაიმე განსაკუთრებული, ჩვეულებრივი ლამაზი გარეგნობა კი თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს.
ბოლო დროს, ვარსკვლავებში დიდი საჯდომი იქცა მომხიბლაობისა და სექსუალურობის სიმბოლოდ, ამ ამბავში კი ყველას მოგეხსენებათ ვინცაა ''პიონერი'', რათქმაუნდა ქალბატონი ჯენიფერ ლოპესი. განა წარმოგიდგენიათ იგი, მისი უდიდესი საჯდომის გარეშე? ან კი მიაღწევდა ამხელა პოპულარობას კი სხეულის ამ ატრიბუტის გარეშე?
დღეს უკვე ჯეილომ უკანა პლანზე გადაინაცვლა, ვინაიდან ახალ-ახალი მრგვალფორმებიანი ''სელებრითები'' გამოჩნდნენ სცენაზე.
ქალბატონები თავს იწონებენ და მამაკაცებსაც მოსწონთ, ქალბატონებიც ცდილობენ მიბაძონ, ზოგი ვიტამინებს მიეტანება, ზოგი უფრო შეძლებული პლასტიკურ ქირურგიას მიმართავს.
განსაკუთრებით ''დიდსაჯდომიან'' ვარსკვლავებს თუ შევადარებთ, განსხვავება დიდი არ უნდა იყოს. ჯეილოთი დავიწყოთ, მისი ამ სიიდან გამოტოვება ხომ დიდი უსამართლობა იქნებოდა. მეხუთე ადგილი მას. 5. მართლაც დიდია ვერაფერს იტყვი, უხდება კიდეც ალბათ, მაგრამ შემდეგი კანდიდატები ტოლს არ დაუდებენ თუ არ აჯობებენ კიდეც ჯენიფერას. მრგვალი ფორმებითაა გამორჩეული ასევე პოპ მომღერალი ბიონსე. მეოთხე ადგილი მას. 4. პირველი სამი ადგილი არც კი ვიცი როგორ გადავანაწილო, რადგან კანდიდატები ერთობ მსგავსი მონაცემებით გამოირჩევიან. მოდით, მესამე ადგილი ახალ პოპ-რეპ მომღერალს მივანიჭოთ, აქვე მინდა ავღნიშნო პირველად ვნახე ეს ქალი ფოტოებზე და საშინლად არ მომეწონა. მაშ ასე, მესამე ადგილი ნიკ მინაჯს. მეორე ადგილზე კი ერთი სქელკანიანი და არამარტო კანიანი ქალბატონი ემბერ როსი, თავისი ხოტორა თავით, პირსინგებითა და რათქმაუნდა მძიმე საჯდომით, რომლის დემონსტრაციასაც ემბერი ნამდვილად არ ერიდება. 2. პირველ ადგილზე ვინ თუ არა ქალბატონი ''თეძო'', ჩვენი სკანდალური კიმ კარდაშიანი. კიმის უზარმაზარ საჯდომს მისი საცურაო ბიკინიც კი ვერ იტევს. 1. 326 7-ს მოსწონს
|