შოუბიზნესი ლუსიანა ლოპილატოს შეცვლილი გარეგნობა(ძველი და ახალი ფოტოები) 2013, 9 იანვარი, 15:30 ალბათ ყველას გახსოვთ თავნება, განებივრებული, სულელი ლამაზმანი მია თინეიჯერული სერიალიდან ''მეამბოხე სულები''. სერიალი 2007 წელს გადიოდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა თინეიჯერებში. ძალიან კარგად მახსოვს ეს დრო, რადგან თვითონაც თინეიჯერი და რათქმაუნდა სერიალის ერთ-ერთი მაყურებელი ვიყავი. სერიალის ფანები აგროვებდნენ პლაკატებს, უსმენდნენ სიმღერებს მათი კუმირების შესრულებით და რათქმაუნდა მუდმივად განიხილავდნენ სერიალში მიმდინარე მოვლენებსა და პერსონაჟებს. ნაწილს მია მოსწონდა, მეორე ნაწილს კი მარისა, გიჟუნდა და თავქარიანი გოგონა, ხისტი ხასიათით, მეც ამ მეორე ნაწილში შევდიოდი. გოგონების ნაწილიც შესაბამისად ან მიას ბაძავდა და იმსგავსებდა თავს, ან მარისასავით ექსტრავაგანტული ყოფილიყო ცდილობდა. მას შემდეგ რამდენიმე წელიწადი გავიდა, სერიალის გმირების შემსრულებელი მსახიობები გაიზარდნენ, ჩვენც გავიზარდეთ და დავიწყებას მიეცა ჩვენი თინეიჯერული კუმირებიც.
რადგან ნოსტალგია ცოტა მოოხების საშუალება მივედით, ახლა სტატიის მთავარ თემაზეც გადავალ. ლუსიანა ლოპილატო, მიას როლის შემსრულებელი, რომელიც ძალიან ლამაზი და სექსუალური იყო და უამრავ ფოტოსესიაშიც იღებდა მონაწილეობას თითქმის შიშველი მომღერალ მაიკლ ბაბლს გაჰყვა ცოლად. ვინაიდან დიდი ხანია არ მყავდა ნანახი, ახალ ფოტოსურათებზე ძლივს ვიცანი ქალბატონი ლუსიანა. როგორც ჩანს ჩვეულებრივი თვალით დანახული და არა ფოტოგრაფების მიერ გალამაზებული მია, მოსუქებულა, აღარც ლამაზი ფეხები აქვს და არც ისე გამოიყურება დიდად მომხიბლავად. ახლა კი იხილეთ ძველი და ახალი მიას სურათები.
531 8-ს მოსწონს 1-ს არა
|