საზოგადოება გჯერათ თუ არა სიზმრების? 2013, 7 იანვარი, 13:46 ძალიან ბევრი მოსაზრება არსებობს სიზმრებზე.ზოგი თვლის, რომ სიზმარს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მისი ახსნა სისულელეა.ეკლესიურად კი ამბობენ, რომ მიუღებელია გჯეროდეს სიზმრების. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ მილიონობით ადამიანი ხედავს სიზმარს, ზოგს უხდება ეს სიზმრები, ზოგს არა.(ასე ყვებიან). ამბობენ, რომ სიზმარი რეალური მოგონებების გაცოცხლებაა ძილში.ასევე, იმ სურვილებისა და ჩანაფიქრების გამოხატულება, რომელსაც ვერ ვახორციელებთ რეალურ ცხოვრებაში. როცა ადამიანი ფხიზელია გარემოს რეალურად, კრიტიკულად აღიქვამს.აანალიზებს თავის ქცევებსა და აზრებს.ეს ხდება დიდი ტვინის ქერქის სხვადასხვა ნაწილების შეთანხმებული მუშაობით.ძილში კი ტვინის ნაწილები შეუთანხმებლად(ქაოსურად) მოქმედებენ.ტვინის ქერქის უდიდესი ნაწილი სრული შეკავების მდგომარეობაშია.ალაგ-ალაგ კი ჩართულია ნერვულ უჯრედთა ცალკეული უბნები, რომლებიც გარდამავალ ფიპნოზურ ფაზაში იმყოფებიან. XX საუკუნის ფსიქოლოგმა, ფროიდმა, 1900 წელს გამოსცა მონოგრაფია“სიზმრის ახსნა'', სადაც ჩამოყალიბებულია მოძღვრება არაცნობიერის შესახებ. ფროიდმა აღმოაჩინა, რომ ცნობიერის მიღმა დამალულია სხვა, პიროვნებისთვის გაუცნობიერებული მისწრაფებანი და სურვილები, რომლებიც ხშირად საფუძვლად უდევს სიზმარს. ჯერ კიდევ უძველეს დროში აფიქრებდა ადამიანს სიზმრად ნანახი. ადამიანებმა ირწმუნეს, რომ არსებობს ზებუნებრივი ძალები და დაიწყეს სიზმრის ახსნაც.სიზმარი მიიჩნიეს სულის თავგადასავლად. თითქოს სული მოგზაურობდა სხეულის ძილის დროს.მკითხაობდნენ და წინასწარმეტყველებდნენ, სჯეროდათ, რომ მომავალს ამით განჭვრეტდნენ.(არც ახლა არის ამის ნაკლებობა). აი რას ამბობენ წმინდა მამები სიზმარზე: **არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი:“გეშინოდეთ სიზმრების დაჯერებისა, რათა ხიბლში არ ჩავარდეთ - ეს საშინელი სულიერი დაავადებაა.'' **წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი:“რაც აწუხებს ადამიანის სულს და რაც გონებაში აქვს, სწორედ ეს ეზმანება მას ძილში''. **წმინდა იოანე სინელი:“ვისაც სიზმრების სწამს იგი იმ ადამიანს ემსგავსება, თავის ჩრდილს, რომ მისდევს და მის დაჭერას ლამობს''. **არქიმანდრიტი გაბრიელი:როდესაც შენს თავს დაინახავ ჯოჯოხეთში ის დაიჯერე, ხოლო როცა ანგელოზებთნ ერთად ფრენ, არ დაიჯერო, ღვთისგანაა სიზმარი, რომელიც შენს ცოდვებზე დაგაფიქრებს'' P.S.ძალიან რთული საკითხია.თქვენ გადაწყვიტეთ... 111 5-ს მოსწონს
|