x
image
L.C.
ვიბრძოლოთ თუ არა ქალისთვის?

imageსაყვარელი ქალის უარი ბევრი მამაკაცისთვის მძიმე დარტყმაა, რომელიც პირდაპირ მათ თავმოყვარეობაზე მოქმედებს.ასეთ შემთხვევაში კაცები ორ კატეგორიად შეიძლება დავყოთ, ერთი ნაწილი ქალს ეგრევე შეეშვება და ეცდება მის დავიწყებას, ხოლო მეორე გააგრძელებს ბრძოლას ქალის გულის მოსაგებად.აქედან რომელია უფრო სწორი, რასაკვირველია, თავად ქალზეა დამოკიდებული - ზოგს სურს, რომ ეგრევე თავი დაანებონ და ზოგს პირიქით, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ქალების უმეტესობას არც ისე მოსწონს, როცა მას ეგრევე ივიწყებენ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სულაც საპირისპირო გითხრან.ასეთ შემთხვევაში სუსტი სქესის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ისინი ალბათ არც უყვარდათ მამაკაცებს, რადგანაც ეგრევე შეძლეს მათი დავიწყება.კაცები კი ამ დროს თვლიან, რომ სწორად მოიქცნენ, რადგან მათ თვალში ზედმეტად თავი აღარ დაიმცირეს.

პირველ რიგში, მოდით გავარკვიოთ ერთი რამ - საყვარელი ქალისთვის ბრძოლა, თუნდაც ის მტკიცე უარზე იყოს, თავის დამცირება არაა!მთავარია "სწორად" იბრძოლოთ, რასაც ბევრი მამაკაცი სამწუხაროდ ვერ ახერხებს.


შემაწუხებელი ზარები დღეში ოცჯერ, მუდმივი წუწუნი - "მე შენთვის საკმარისად კარგი არ აღმოვჩნდი" " ასე უგულოდ ნუ მომექცევი" და ასე შემდეგ, ყველაზე ცუდი ხერხია, რომელსაც მამაკაცები მიმართავენ და ამას ბრძოლას უწოდებენ, თუმცა ამ მეთოდს მხოლოდ ცუდი შედეგები მოაქვს.საბოლოოდ ქალი გეტყვით, რომ თავი მოაბეზრეთ და უფრო შეურაცხყოფილი დარჩებით.უმჯობესი იქნება, ცოტა ხნით თავი მოანატროთ და მერე რაიმე სიურპრიზით შეახსენოთ თქვენი არსებობა, მაგალითად, მოულოდნელად მიართვით ყვავილები, რამე სიმბოლური აჩუქეთ...იყავით ცოტა კრეატიული.გულისგამაწვრილებელი ზარებითა და წუწუნით თავის შეხსენება არაფერს მოგიტანთ.სულაც არაა საჭირო მასთან რეკოთ, სჯობს სადმე "მოულოდნელად" გადაეყაროთ, ყავაზე დაპატიჟოთ, ოღონდ თავი ისე გეჭიროთ, ვითომ განსაკუთრებული არაფერი ხდება.შეგიძლიათ ოდნავ აეჭვიანოთ კიდეც, ოღონდ აქ არავითარ შემთხვევაში არ გადაამეტოთ, უბრალოდ გააკეთეთ ისე, რომ სხვა ქალთან ერთად დაგინახოთ და თქვენი ქცევით ინტრიგად დატოვეთ, ვინაა ეს ქალი თქვენთვის (უკანდასახევი გზა ყოველთვის საჭიროა).ნუ აგრძნობინებთ ქალს თავის უპირატესობას, თავი ღირსეულად დაიჭირეთ და თავდაჯერებულობა აჩვენეთ, დაარწმუნეთ, რომ ხვეწნას არ დაუწყებთ და მის გარეშეც კარგად იქნებით, ოღონდ ზომიერად, ის არ უნდა გაღიზიანდეს.არაა საჭირო მუდმივად ახსენოთ, რომ ის გიყვართ, ეს შეგიძლიათ უბრალოდ მზერითაც აგრძნობინოთ.ეცადეთ ხშირად არ შეეჩხიროთ თვალში, თუმცა მის შესახებ ყოველთვის ყველაფერი უნდა იცოდეთ, რომ საჭირო დროს მის გვერდით აღმოჩნდეთ.

მოკლედ, საჭიროა თითოეული ნაბიჯი სწორად გათვალოთ და თუ მოინდომებთ აუცილებლად დაიპყრობთ საყვარელი ქალის გულს, მთავარია, ყველაფრისთვის იყოთ მზად და თქვენი გრძნობები სიტყვებით კი არა, ქმედებით დაამტკიცოთ, ბოლოსდაბოლოს, სასწორზე თქვენი ბედნიერებაა.


8
422
12-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
422
  
2013, 17 იანვარი, 6:43
სისულელეა... კაცი თუ არ მომწონს, არც მისი სიურპრიზები მაინტერესებს და არც მისი ყირაზე დგომა.
2013, 7 იანვარი, 20:19
მადლობა ყველას,გილოცავთ შობას
2013, 7 იანვარი, 13:04
Kარგი სტატიაა))
2013, 7 იანვარი, 9:17
აი ეგეთ სიტუაციაში ვარ ნამდვილად და დიდ მადლობას გიხდით ამ სტატიისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ
2013, 7 იანვარი, 1:25
au rac me michxubia gogostvis bavshobashi da rac me tavi mitexia ravi ra vin meqacheboda ra mindoda mara exla kargad maxsendeba mainc mashin ki mtkioda :D
2013, 6 იანვარი, 22:19
უნდა ვიბრძოლოთ, ოკუპირებაც უნდა გავუკეთოთ და....ისა, რა ქვია?...მჯდომარე და მერე მწოლიარე აქცია.:))))))))))
2013, 6 იანვარი, 16:22
მახარებს შენი ეგეთი მიდგომა
2013, 6 იანვარი, 16:16
ქალისთვის თუ არა აბა რისთვის უნდა იბრძოლო?
0 1 8