პროზა ადამიანო 2013, 5 იანვარი, 17:52 შენი გაჩენის ერთადერთ მიზეზს შემთხვევა ჰქვია, და როგორც წყარო სუფთა, ანკარა იზრდება გზაში და ხდება მღვრიე, მთის ნაპრალებში ქაფმორეული შხეფები ხტიან, ან როგორც ცაში მიუწვდომი ვარსკვლავნი ჰკრთიან, შენი ბავშვობაც და სიყმაწვილეც იყო ანკარა და იყო მღვრიეც..., შენც ენთე ქვეყნად, იწვოდი ძლიერ..., მერე ბავშვობაც ქარს გაჰყვა, ნიავს...მაღლიდან ხედვა პატარას გაგხდის, მიხვდები გვიან... არავინ იცის საიდან მოხველ, ან საით წახვალ, წელიწადებიც ერთმანეთს ცვლიან და ისე ჰგვანან ვით ტყუპისცალი... გაჰკვირვებია თვით ადამიანს...წარსულ დღისაგან განასხვავებენ დღევანდელობას და მაინც შენი გაჩენის მიზეზს სიცოცხლე ჰქვია და ეს დღეებიც როგორ რბიან, ჩვენი ფიქრები სულ სხვაგან ჰქრიან და დროს აჩერებ თითქოს დიდხანს, ძალიან დიდხანს, რომ უმზეროდე დღეს ასე მზიანს... და ეს რამხელა ტვირთი მოგანდეს.., რომ გიწოდებდნენ შენ ადამიანს!... 41 4-ს მოსწონს
|