x
მეტი
  • 19.11.2024
  • სტატია:138319
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512010
ფაქტები ტირილის შესახებ
image10-დან 9 ადამიანი ტირილის შემდეგ თავს კარგად გრძნობს და უმცირდება სტრესი. ის ასევე უფასო და ხელმისაწვდომია ყველასთვის, არ აქვს გვერდითი ჩვენებები გარდა სველი და დასიებული თვალებისა.
თვალის კაკალი აპკითაა დაფარული, რომელიც მას მტვრის, ინფექციების, ძლიერი ქარისა და ცივი ჰაერისაგან იცავს. დღეში – 4000 წვეთი, მთელი ცხოვრების განმავლობაში კი დაახლოებით 70 ლიტრი სითხე გამოიყოფა ცრემლის სახით.
მხოლოდ ადამიანს შეუძლია ემოციით ტირილი

კოსმოსში ტირილი შეუძლებელია, რადგან არ არსებობს გრავიტაცია და ცრემლიც თვალიდან ვერ წამოვა

ბავშვებს 1-დან 3 თვემდე ტირილის დროს ცრემლები არ მოსდით

ქალები უფრო ხშირად ტირიან. ქალის ცრემლები მამაკაცის ცრემლებთან შედარებით ნახევარი გრადუსით თბილია, მსუბუქად და დაუბრკოლებლად მოედინება და თოვლის წყალივით გამჭვირვალეა. მათი წყალობით ქალები, მამაკაცებისაგან განსხვავებით, უფრო ადვილად იტანენ ცხოვრებისეულ უბედურებას და უფრო დღეგრძელებიც არიან.

imageტირილის დროს, თუ ცრემლი პირველად მარცხენა თვალიდან მოდის ე.ი ადამიანიტკვილის გამო ტირის, ხოლო თუ პირველი ცრემლი მარჯვენა თვალიდანაა, ე.ი.ადამიანი ბედნიერია.

ადამიანებს მეტწილად ღამე ეტირებათ, რადგან უძილობა ემოციების გაკონტროლებას ართულებს.

იტირეთ – ეს უარყოფითი ემოციებისგან გაგანთავისუფლებთ.

ცრემლი მხედველობისთვისაც სასარგებლო ყოფილა. მასში შედის წყალი, ნატრიუმი, კალიუმი, ცილები, შაქარი, ქლორი და ლიცოზიუმი, რაც მხედველობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ტირილი სუნთქვის სისტემისთვისაც სასარგებლო ყოფილა. ის ფილტვებს აფართოებს და ორგანიზმში ჰაერისა და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. თუ ტირილს შეიკავებთ, მაშინ, ექიმების აზრით, შესაძლოა ორგანიზმში არაერთი სერიოზული დაავადება წარმოიქმნას.


3
1710
7-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
1710
  
2012, 21 ივნისი, 18:40
ძალიან საინტერესო სტატიაა,დიდი მადლობა.
2012, 27 მაისი, 4:15
აიი დღეს კი ვიტირე სიხარულისგან და ბედნიერებისგან ამ დარბაზში :) http://www.intermedia.ge/vid/40803-%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98/15/
2012, 26 მაისი, 17:35
გაუმარჯოს ტირილს:)))))))))))) სიხარულის ცრემლები გიმრავლოთ ღმერთმააა
0 1 3