პროზა ციტატები ერიხ მარია რემარკის რომანიდან "ტრიუმფალური თაღი" 2013, 5 იანვარი, 15:54 "ყველანი თითქოს პატარა ნაპერწკლები ვართ, უჩინარი ქარისაგან დევნილნი." "რა უნდა მისცეს ერთმა ადამინმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?" "სიკვდილი - აი, რაშია ჭეშმარიტი სიდიადე, მასში აღწევს ადამიანი სრულყოფილებას, და ისიც მოკლე ხნით." "ვიდრე ცოცხალი ხარ, არავის ენაღვლები, მოკვდები თუ არა, არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი ხდები." "პარიზი ერთადერთი ქალაქია, სადაც შეიძლება ბრწყინვალედ გაატარო დრო ისე, რომ არაფერი აკეთო." "შეურაცხყოფისაგან თავის დაცვა შეიძლება, თანაგრძნობისაგან კი - არა." "რისთვის უნდა სცადოს კაცმა რაიმეს შენება, თუკი მალე ყველაფერი უსათუოდ დაინგრევა?" "შეუძლებელია მთიდან დაქანებული ზვავის შეჩერება. ყველას ჩაიტანს, ვინც ამას შეეცდება. ჯობს, დავიცადოთ და მერე ცოცხლად ჩამარხულები ამოვთხაროთ." "დედამიწაზე ყველაფრისათვის საკმარისია ადგილი. მხოლოდ ადამიანებს არა აქვთ ადგილი." "ყოველთვის გვეჩვენება, რომ ადამიანს დავეხმარეთ, და განზე ვდგებით ხოლმე მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირს." "იცხოვრო - ნიშნავს, იცხოვრო სხვებისთვის." "სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად. გამოსწორება საერთოდ არაფრის არ შეიძლება. თორემ, ეს რომ შეიძლებოდეს, ყველანი წმინდანები ვიქნებოდით. ცხოვრება არ აპირებდა ჩვენგან სრულყოფილ არსებათა შექმნას. ვინც სრულყოფილია, მისი ადგილი მუზეუმშია." "იმ ქალთა შორის, რომლებიც მამაკაცის გვერდით არასოდეს დაწოლილან, მეტი მეძავია, ვიდრე მათ შორის, ვისთვისაც ეს ამბავი მწარე ლუკმა-პურად ქცეულა." "ჭადრაკი ბანქოზე ბევრად სრულყოფილია. ბანქოში ყველაფერი შემთხვევაზეა დამოკიდებული. თანაც ისე ვერ ერთობი ადამიანი. ჭადრაკი - ეს ცალკე სამყაროა. ვიდრე თამაშობ, იგი დევნის მეორე, გარე სამყაროს, გარე სამყარო კი არც ისე სრულყოფილია." "არაფერი არ მეორდება. ვმეორდებით ჩვენ, მორჩა და გათავდა." "ძალაუფლება - ყველაზე გადამდები სნეულებაა დედამიწაზე." "ყველაფერი, რისი მოგვარებაც ფულით ხერხდება, იაფია." "ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც." "მხოლოდ ოცნება გვაიძულებს, შევურიგდეთ სინამდვილეს." "მეტისმეტად სერიოზული რამ არის ცხოვრება, რომ იმაზე ადრე დასრულდეს, ვიდრე სუნთქვას შევწყვეტთ." "შეიძლება გახდე მთავარანგელოზი, მასხარა, დამნაშავე - და ვერავინ შენიშნავს ამას. მაგრამ აი, ვთქვათ, ღილი მოგწყდა სადმე - ამას კი მაშინვე ყველა დაინახავს. რა სულელურად არის მოწყობილი ქვეყნან ყველაფერი!" "თუ რაიმეს გაკეთება გინდა, არასოდეს იკითხო, ამას რა მოჰყვება, თორემ ვერაფერს გააკეთებ." "ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს. მთავარი ისაა, რომელი რომელს დაასწრებს." "ასე ხდება ყოველთვის: მხოლოდ წვრილმანები ხსნიან ყველაფერს, მნიშვნელოვანი ქცევები არაფერს ნიშნავს. მათში მეტად ბევრი რამ არის აღებული მელოდრამიდან, ცდუნებიდან, რომ ადამიანმა იცრუოს." "ადამიანებს უყვართ ერთმანეთი და ამაში ყველაფერია. ეს ყველაზე უფრო დაუჯერებელიცაა და ყველაზე უფრო უბრალო რამეც ამ ქვეყანაზე." "ყველაზე უფრო დაუჯერებელი ამბავი ყოველთვის ყველაზე უფრო ლოგიკური აღმოჩნდება ხოლმე." "ბედნიერება ჩვენს გარშემო იმდენია, რამდენიც გნებავს. მხოლოდ დაიხარე და აიღე." "ვინც არაფერს ელის, არც გულს გაიტეხს - აი, ცხოვრების კარგი საფუძველი." "უნდა ამოვათრიოთ ეს ქვეყანა სისხლიდან და ტალახიდან. და, თუნდაც შენ მხოლოდ ერთი გოჯით ამოათრიო - სულერთია, მნიშვნელოვანია, რომ განუწყვეტლივ იბრძოდი, უბრალოდ, იბრძოდი. და ვიდრე ცოცხლობ, ვიდრე სუნთქავ, ხელიდან არ გაუშვა შემთხვევა, რომ ბრძოლა განაახლო." "ღამით დრო გაჩერებულია, მხოლოდ საათი მიდის." "აცხოვრე ქალი თუნდაც რამდენიმე დღე იმ ცხოვრებით, რომლის უზრუნველყოფაც მისთვის მუდმივად არ შეგიძლია, და აუცილებლად დაკარგავ." "ყოველთვის კარგი გვგონია იქ, სადაც არა ვართ. დაბრუნდები ძველ ადგილზე და ყველაფერი სხვანაირი გეჩვენება. მერე კი ისევ ძველ სახეს იღებს." "უცნაურია, რამდენს ფიქრობს ადამიანი, როცა გზაშია და, რა ცოტას - როცა შინ ბრუნდება." "ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო. ყველაფერი დანარჩენი სიცრუეა." "თუ სწრაფად გამოღვიძება შეგიძლია, გადარჩენის მეტი შანსი გრჩება." "გაწამებულნი არიან მხოლოდ გამარჯვებულნი. დამარცხებულნი ფრიად საომარ განწყობილებაზე გახლავან. გამარჯვება უდარდელობას იწვევს." "სამშობლოს ღალარი პატრიოტიზმის თავისებური ნაირსახეობაა." "ვირთხებს ორთაბრძოლა კი არ უნდა გაუმართო, უბრალოდ, უნდა გაანადგურო." "ვინც მეტისმეტად ხშირად იხედება უკან, იოლად წაჰკრავს რაიმეს ფეხს და დაეცემა." "სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით. დასასრული არის დასასრული." "საკვირველია... რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი... როდესაც უყვარს..." 14088 12-ს მოსწონს |
"იაფფასიანია მხოლოდ ის, რასაც საკუთარი თავის რწმენას მოკლებული ადამიანები ატარებენ"
"ოც წელს გაჭიანურებული ტრაგედია საშიშია, კომედიად არ გადაგვარდეს ნამდვილი ტრაგედია ხანმოკლე უნდა იყოს."