ვარსკვლავები ირინამ მექსიკა დაიპყრო 2013, 5 იანვარი, 15:39
ირინა შეიკი როდესაც პირველად ეწვია მექსიკას, მისმა ვიზიტმა გრანდიოზული წარმატებით ჩაიარა. სუპერმოდელმა მონაწილეობა მიიღო შოუში Canccon Moda Nextel 2011-ში. ირინამ რამდენიმე დეფილე მოაწყო და მისი ყოველი გამოსვლა მაყურებლის მხურვალე ოვაციების თანხლებით მიმდინარეობდა. შეიკი თავს იწონებდა შინშილას ბეწვისაგან დამზადებული ქურქით, გრაძელი ზურმუხტისფერი კაბებით. თუმცა იქ დამსწრე მამაკაცების ყურადღებას ნაკლებად იყო მიპყრობილი იმ ჩასაცმელებისკენ, რომლის დემონსტრირებას ირინა ახდენდა. მათი ყურადღება მოდელის მშვენიერ ფეხებზე იყო გადატანილი. როგორც ჩანს, ირინას მექსიკა ძალიან მოეწონა ისევე, როგორც მექსიკელებს.
161 12-ს მოსწონს
|