- მეცხრე არხმა მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა.პრემიერის ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტმა საქართველოს პატრიარქს დაცვა მოუხსნა, რაც ტყუილი აღმოჩნდა.მეცხრე არხი კი მომხდართან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებს.
- გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ მეცხრე არხმა ხალხი შეცდომაში შეიყვანა, სოციალურ ქსელებში პრემიერ მინისტრის ტელევიზიის მისამართით აგრესიულმა შეფასებებმა იმატა.
- ცნობილი გახდა, რომ ტელევიზიამ ეს ინფორმაცია ყოველგვარი გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნა და არაა გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი გამიზნულადაც მოხდა.