მერაბიშვილი: მე ვამაყობ,რომ..
- ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ამაყობს საკუთარი შეტანილი წვლილით ქართული პოლიციის შექმნაში, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში საამაყოდ იქცა ჩვენი ქვეყნისთვის და სამაგალითოდ ჩვენი მეზობლებისთვის.
როგორც ცნობილია, უკანასკნელი თვეების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა დაკომპლექტდა ნაცნობობისა და პირადი ლოიალობის და ნათესაობის ნიშნით.
- მიუხედავად ამისა, ვანო მერაბიშვილს მიაჩნია, რომ პოლიცია უნდა დარჩეს აპოლიტიკურ ორგანიზაციად, ემსახუროს მოსახლეობას და შეინარჩუნოს ის წარმატებები რომლებსაც მან რეფორმის შედეგად მიაღწია.
- ბატონი ვანო მოუწოდებს სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას ყურადღებისაკენ და კატეგორიულად მოითხოვს, რომ კრიმინალთან ბრძოლასა და მოსახლეობაზე ზრუნვას მეტი ყურადღება მიექცეს.