x
image
ახალი თაობა
გავიღრმავოთ ცოდნა
image





















რა არის ლაზერი?

ლაზერი ეს არის ხელსაწყო, რომელიც უშვებს ძალიან ნათელ და წვრილ სინათლის სხივს.მას აქვს ერთ წერტილში უზარმაზარი ენერგიის კონცენტრაციის უნარი.მისი საშუალებით შეიძლება დავჭრათ ან შევადუღოთ ლითონის კონსტრუქციები, ჩავატაროთ უზუსტესი ქირურგიული ოპერაციები, ჩავწეროთ და წავიკითხოთ ინფორმაცია კომპაქტდისკებიდან, წავიკითხოთ პროდუქციის შტრიხ-კოდი და ა.შ.


image

რატომ აქვს პროდუქტს შტრიხ–კოდი?

დიდ სუპერმარკეტებში ინფორმაციას გასაყიდი საქონლის შესახებ იმახსოვრებს და ამუშავებს კომპიუტერი.შტრიხ–კოდი შეიცავს ამომწურავ ინფორმაციას საქონლის შესახებ.შტრიხ–კოდს კითხულობენ ლაზერული ხელსაწყოს საშუალებით, რომელიც შტრიხ–კოდზე არსებულ თეთრ და შავ ზოლებს გარდაქმნის ციფრულ მონაცემებად და გადასცემს კომპიუტერს შემდგომი დამუშავებისთვის.კომპიუტერი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ადგენს საქონლის ფასს და აფიქსირებს აღნიშნული საქონლის გაყიდვას.


image


რას წარმოადგენს რენტგენის სხივი?

რენტგენის სხივები ძალიან ჰგავს რადიოტალღებს.მათ შეუძლიათ გაიარონ ადამიანის სხეულის რბილ ქსოვილებში, მაგრამ მყარი ქსოვილები, მაგალითად ძვლები მათ აჩერებენ.აი რატომ იყენებენ მედიცინაში რენტგენის აპარატს, ადამიანის ძვლოვანი აგებულების გამოსახულების მისაღებად.


1
101
4-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
101
  
2013, 5 იანვარი, 13:26
მართლა საინტერესო იყოო
0 1 1