სხვა ბრიჯიტ ბარდო რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებს 2013, 5 იანვარი, 2:09 ცნობილი ცხოველთა უფლებადამცველის, ფრანგი მსახიობის ბრიჯიტ ბარდოს განცხადებით, ის რუსეთის მოქალაქეობის მიღებისთვის განცხადებას შესაბამის უწყებაში შეტანას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ფრანს პრესი” ავრცელებს. მსახიობის მსგავსი პროტესტი ლიონის პრეფექტის გადაწყვეტილებას მოჰყვა: დეკემბერში ლიონის პრეფექტმა სპეციალირი დადგენილებით ქალაქის ცირკში ორი ავადმყოფი სპილოს დაძინების ბრძანება გასცა. გადაწყვეტილება ლიონის პრეფექტურამ ცხოველების სავარაუდო ტუბერკულოზის დაავადებით ახსნა. “თუ ის, ვინც ხელისუფლებაშია, უნამუსოდ მოკლავს ორ სპილოს ზოოპარკში, “ბების” და “ნეპალს”, მე მოვითხოვ რუსეთის მოქალაქეობას, იმისთვის რომ გავიქცე ქვეყნიდან, რომელიც ცხოველების სასაფლაოს მაგონებს”, - აცხადებს ბრიჯიტ ბარდო. სხვათაშორის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ცნობილ მსახიობს, ჟერარ დეპარდიეს მოქალაქეობა უკვა მიანიჭა, რომელიც საფრანგეთში მდიდრების გადასახადს აპროტესტებდა. წყარო :epn.ge 178 5-ს მოსწონს
|